პოეზია · ლირიკა
დიდი თამარი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ქალო, ქართველთა სულისდგმავ,ქალო, ქართველთა დედაო!ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,თამარს ცოცხალსა ვხედაო.რუსთველის ქებას ჩვეულო,მეც ქებას გაგიბედაო.როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,რად არ ვჩუმდები ნეტაო?!არ მოგეწონოს, იქნება,სთქვა: „რისთვის ითავხედაო,მონად აღზრდილმა მოლექსემსალამი გამიბედაო?!“შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,დამათრო, ამაყბედაო.საუნჯევ სათნოებისა,ჩემიც მიიღე ქებაო,ვინმე საწყალის ფშავლისა!ცრემლი აღარა მშრებაო.თამარის სალოცავშიამოსჩანს ფშავლების კრებაო,შენთვის მსხვერპლისა შეწირვითქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხისდიდი ჩახტები დგებაო.გულში გვინთიხარ ლამპრადა,ნათობს და არა ჰქრებაო.შენს და შოთაის მარჯვენასვემთხვიე ზედიზედაო.შენა ხარ ერის სიცოცხლე,თავი არ მომიკვდებაო!მოწყალედ გვექმენ ქართველთა,ჩემო ლამაზო დედაო!