↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინმემ რაიმე წამართვა განა (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

2026-07-181 წთ საკითხავი2070 ნახვა

—
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONEვინმემ რაიმე წამართვა განა,
ცალ -ცალკე რომ ვართ, ამითაც ვტკბები!
გკოცნით, ჩვენს შორის ახლა ჩამდგარა
შუა გამყოფი კილომეტრები.
ვიცი, მადლი გვაქვს არაერთგვარი
და მ ე პირველად, თქვენს წინ ვყუჩდები.
რას გეუბნებათ, ჭაბუკ დერჟავინს
ჩემი ლექსები გამოუცდელი!
საშიშ გაფრენას ეწეროს ჯვარი,
გაშალე ფრთები, ლაღო არწივო!
შენ მზეს , მცხუნვარეს უსწორე თვალი,
მე განა შემრჩა მზერა ყმაწვილის?
ნაბიჯებს თქვენსას ვინ უთვალთვალა
ამგვარ სინაზით და თავდადებით...
გკოცნით, ჩვენს შორის ახლა ჩამდგარა
შუა გამყოფი წელიწადები.
ცვეტაევა მარინა

ცვეტაევა მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი