პოეზია · ლირიკა
ეჭვის მცდელობა (მთარგმნელი: ნინო ქოქოსაძე)
როგორ გიდგებათ გული სხვასთან -ნიჩბის მოსმა, აჰ! იოლია?ჩემი ხსოვნა სანაპირო ზოლს გაჰყოლია.(წყალზე კი არა - ცაზე მოდრეიფე მე ვარ კუნძული!)სული სულის გახდეს დობილი,საყვარლობა აკრძალულია!როგორ გიდგებათ გული ქალთან -ღვთიური რომ არც რა ებადა –დამამხობელოსადედოფლო ნეტარებათა!„სახლს ვიქირავებ,კმარა თრთოლვა სულის, სხეულის"...როგორ ეწყობა ვინმე რიგითსჩემი რჩეული!მსუყეა თუმცა სალაფავი,ნუ სწუხ, მიგიჩვევთ,თქვენო ღირსებავ,სინას მთას რომ გადააბიჯეთ!როგორ გამოგდით ნეკნით ტრფობავიღაც მოკვდავთან?სირცხვილი, როგორც ლაშზე ლაგამიროგორ არ გიწყვეტთ შუბლის მოსართავს!როგორ ხართ? როგორ?ჯანმრთელად ხართ?იმღერით? ხარობთ?სინდისზე წყლულებს როგორ უძლებთ?როგორ? - საწყალო!როგორ გიდგებათ გული - დახლის საქონელთან,მძიმეა ღალა?როგორ შეეწყვეთ ფუყე თაბაშირთანკარარული მარმარის ღალატს!კლდეში ნაკვეთი, ნაფშხვენებად ქცეულხარ, ღმერთო!როგორ გიდგებათ გული ათასმეერთესთანლილითის შემცნობს!როგორ დახარბდით ბაზრის ცინცხალს,საოცრების დაკარგეთ ცნობა?როგორ შეეწყვეთ - ვისაც არ აქვსმეექვსე გრძნობა!ღირდა?ჩამოვსხდეთ. ხელი შუბლზე, ნიკაპი მკერდთან.არა? ამ მღვიმეს არა აქვს სიღრმე!როგორ შეეწყვეთ, ძვირფასო, მძიმედ?თუ უფრო მძიმედ,როგორც მე -ვინმეს!
ПОПЫТКА РЕВНОСТИ
Как живется вам с другою, -Проще ведь? - Удар весла! -Линией береговоюСкоро ль память отошлаОбо мне, плавучем острове(По небу - не по водам!)Души, души! быть вам сестрами,Не любовницами - вам!Как живется вам с простоюЖенщиною? Без божеств?Государыню с престолаСвергши (с оного сошед),Как живется вам - хлопочется -Ежится? Встается - как?С пошлиной бессмертной пошлостиКак справляетесь, бедняк?"Судорог да перебоев -Хватит! Дом себе найму".Как живется вам с любою -Избранному моему!Свойственнее и съедобнее -Снедь? Приестся - не пеняй...Как живется вам с подобием -Вам, поправшему Синай!Как живется вам с чужою,Здешнею? Ребром - люба?Стыд Зевесовой вожжоюНе охлёстывает лба?Как живется вам - здоровится -Можется? Поется - как?С язвою бессмертной совестиКак справляетесь, бедняк?Как живется вам с товаромРыночным? Оброк - крутой?После мраморов КаррарыКак живется вам с трухойГипсовой? (Из глыбы высеченБог - и начисто разбит!)Как живется вам с сто-тысячной-Вам, познавшему Лилит!Рыночною новизноюСыты ли? К волшбам остыв,Как живется вам с земноюЖенщиною, без шестыхЧувств?Ну, за голову: счастливы?Нет? В провале без глубин -Как живется, милый? Тяжче ли -Так же ли - как мне с другим?