↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე დაგიჩემებ ყველა ციდან (მთარგმნელი ნინო ქოქოსაძე)

ცვეტაევა მარინა

2012-11-131 წთ საკითხავი960 ნახვა

—
მე დაგიჩემებ ყველა ციდან, ყველა მიწიდან,რადგან ტყე არის აკვანიც და ჩემი საფლავიც,რადგან მიწაზე, ფრინველივით, ცალ ფეხზე ვდგავარდა სიმღერითაც არ მგავს არავინ.
მე დაგიჩემებ ყველა ჟამის ყველა ღამიდანდა წაგგვრი ყველა მოელვარე დროშას და მახვილს,მე შემიძლია ყველა ძაღლი დავიფრინო ჩვენი კარიდან,უერთგულესმა ქვეყანაზე სუყველა ძაღლის!
არავის საქმროს – ქვეყანაზე –არავის ცოლი,მე დაგიჩემებ! დაგიჩემებ! შენ კი – გაჩერდი!წამოგაყენებ ფეხზე ბოლო შერკინებიდან –ისე, რომ სულაც არ იტკინო მუხლი არცერთი!
მაგრამ იქამდე, სანამ გულხელდაკრეფილს გნახავ,ყველგან, ყოველთვის –შენ – "შენი" რჩები!და გიკავია დედამიწა, როგორც აკვანი (ან საფლავი)ზეცისაკენ აწვდილი ფრთებით!
ცვეტაევა მარინა

ცვეტაევა მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი