↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სატრფოს

აბაშიძე გრიგოლ

2011-04-132 წთ საკითხავი4158 ნახვა

—
მოვწყვიტე ვარდი ნარნარი,სანატრი ქეყანაზედა,მწარედ ატირდა მყის-ცვარიროდესაც გიცქერ-ტკბილად სძგერს გული,შენდამი ტრფობით გატაცებული;ოდეს გშორდები-მუდამ ვსტირი მე...შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!შენ ხარ სიმღერა და სიყვარული,ხან უკვდავება და სიხარული...ერთი მაჩვენე, მზეო, პირი მე...შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!ბროლის თითებით როს სიმთ აჟღერებ,-სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ,-ნეტარების ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირი მე...ჩემი სული ხელთ გიპყრია,ატრიალებ ჭახრაკულად,შენს ნებაზე მანავოსნებუგზო-უკვლოდ, აბნეულად,შხამს შარბათად გულში მილეს,სიხარულსა-სინანულად,ეშმაკს მივლენ ანგელოზადდა ანგელოზს-ბელზებულად.შენში ღმერთმა დამისახასიამე და სიყვარული,შენი გული ჩანგად მომცადა ედემად შენი სული,ოცნებით ვკრებ იქ ყვავილებსიქ არს ჩემი სიხარული,მასთან ჩემი სულის ლოცვადა სიცოცხლის ნაკადულიმაგრამ ამით ნუ იფიქრებ,რომ შენს ტყვესა-ამ ჩემს გულსა-სხვა არ ჰყავდეს კიდევ სატრფო,არ უკმევდეს სიყვარულსა.არ ეტრფოდეს იმას მარად,ვით სალოცავს დიდებულსა,მის ცრემლს-ცრემლსა არ ურთავდეს,მის სიამეს-სიხარულსა.ნუ შემრისხავ-ის ერთიასაყვარელი ჩემი მხარე,ძალ-დიდებით შემოსილი,ვარდ-ყვავილით მონარნარე.ქრისტე მხსნელის მოიმედე,ჩემი მზე და ჩემი მთვარე,დიდებულთა წინაპართაეკლესია და სამარე!..იგი მიყვარს შენზე მეტად,იმას მინდა ვენაცვალო,თვით სამოთხის დიდებაზედ,არ იფიქრო, რომ გავსცვალო,მსურს კეკლუცის სადღეგრძელოდკვლავ კახური გამოვსცალო,მასზედ ჟღერა ტკბილი ჩანგისარავის არ დავაცალო.თუ რომ, ჩემო მარგალიტო,იმის ტრფობას არ დამიშლი,იმედების თაიგულსაარ მომიკლავ, არ ჩამიშლი,გენაცვლები, ფიანდაზადსულს და გრძნობას გადაგიშლი,საბნად მთვარეს გადაგაფენდა ლეიბად მზეს გაგიშლი,მაგრამ თუ მას აღმიკრძალავ,-ვით დაჭრილს ლომს-გამამწარებ,არ დაგზოგავ, დანით დაგკლავ,მიწასაც არ მიგაბარებ.გარდაგაგდებ ტიალ მინდვრად,ყვავ-ყორნებსა გავახარებდა იმ დღიდამ მხოლოდ სატრფოდჩემს სამშობლოს აღვიარებ!..
1899 წ.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი