↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიდგან მოფრინდი, სად, ვისთან?

აბაშიძე გრიგოლ

2011-04-131 წთ საკითხავი4159 ნახვა

—
სიდგან მოფრინდი, სად, ვისთან,ვის მაცოცხლებლად, ვის მკვლელად?ოცნების საგნად ვისა სთვლი,ან რას უწოდებ სახელად?გვირგვინო, ნათელ-მომფენო,და სიხარულო გულისა,ცით მოვლენილო ნუგეშო,ჭახრაკო სიყვარულისა…...ჩემს სულს, გულს, გრძნობას, გონებასგუნდრუკათ გიკმევ, ყვავილო,ცის შნოვ და მიწის დიდებავეშხ-მფრქვევათ გადაფურჩქვნილო.არას გთხოვ ნაცვლად… მხოლოდ-კიხანდახან მომიგონებდედა წყლულის გულის მალამოდტკბილ ღიღინს გამაგონებდე...
1896 წ.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი