↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიმღერა

აბაშიძე გრიგოლ

2011-04-131 წთ საკითხავი4171 ნახვა

—
მოვწყვიტე ვარდი ნარნარი,სანატრი ქეყანაზედა,მწარედ ატირდა მყის-ცვარიროდესაც გიცქერ-ტკბილად სძგერს გული,შენდამი ტრფობით გატაცებული;ოდეს გშორდები-მუდამ ვსტირი მე...შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!შენ ხარ სიმღერა და სიყვარული,ხან უკვდავება და სიხარული...ერთი მაჩვენე, მზეო, პირი მე...შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!ბროლის თითებით როს სიმთ აჟღერებ,-სირინოზის ხმით ტკბილად ამღერებ,-ნეტარების ცრემლს ვაფრქვევ, ვსტირი მე...შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!შენ მომივლინე შვება ნათელი,შენ გამიქარწყლე კვნესა, ნაღველი,ვეღარ მერევა ტანჯვა, ჭირი მე...შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!შენი მონა ვარ, შენი ვარ მცველიშენი მგოსანი, შენზედ მლოცველი,შენი ჩრდილი ვარ და თან გზირი მე…შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე!გემუდარები, ნაზო ბულბულო,ოდესაც მოვკვდე, ვიქმნე უსულოდა დამაფარონ მიწის პირი მე,ერთი მიტირე, შენი ჭირიმე!
1899 წ.
აბაშიძე გრიგოლ

აბაშიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი