↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დადა მანიფესტი

ტაბიძე ტიციან

2016-10-141 წთ საკითხავი4458 ნახვა

—
ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინიასპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდანშიგ ეტევა მთელი აზიის სისულელედა ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლისექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმათქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!…ჩემს იქით პარიზია…ელისეის მინდვრები…ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხსდა ტრისტან ტცარა ათამაშებს ”დადას” კუკლას.ვზივარ მოედანში… შეღებილი ინით თათარიაგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსებიროცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციასროცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიანერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელივის უნდა შენი ნაზი ლექსებიორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიანთუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.
22 ოქტომბერი, 1923წ. თბილისი
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი