↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაო დოლორეს,ძმებო ბასკებო

ტაბიძე ტიციან

2019-06-142 წთ საკითხავი4474 ნახვა

—
შეწყდა სიმღერა და სერენადა,აღარ იმღერის ინეზილია,ცეცხლის კვამლშია ახლა გრენადა,სისხლის ტალახში მიზელილია.აღარ ახარებს ახლა ტოლედოსკარმენის ცხელი ვნების სიცილი,ქალების მოთქმა ქუჩებს მოედო,ყველგან ბავშვია იქ მისრესილი.და ლესავს დანას ბასკი დონ-ხოზე,მტერს მტრულად უნდა დახვედრა დროზე.
- ბარიკადებზე! - არის ბრძანება,ისმის კივილი - ცეცხლი მაგარი.სირცხვილი ვაჟკაცს, თუ მტერს დანებდადა მიატოვა თავის სანგარი.ბრძოლა მედგარი და გამეტებაამ ვაჟკაცური ხმის დასტურიადა რესპუბლიკას მტლად დაედებათავგანწირული კვლავ ასტურია,სახალხო ომის ყველა მედროშეთავის თავს დაჭრილ ლომის ლეკვს ადრის,იბრძვის ქუჩებზე, იბრძვის მეტროშიდა რკინის კედლად ადგება მადრიდს.ომში დამწვარი და შენაბური,თავს დასტრიალებს მათ იბარური.
გამიგონია, საქართველოდანესპანიაში წასულა ბერი,ეს იოანე თურმე ელოდა,იქ მოეძებნა მოძმე იბერი.ეს დონ-კიხოტი დონ-კიხოტამდექვეყნად ეძებდა ახალ სამშობლოს,ალბათ იმ დროში სხვებიც შფოთავდნენ,მაგრამ დაუწყდათ იმედი ბოლოს.ორი კი არა, ერთიც არ ჰქონდათ,მათი სამშობლო ნიავს გაჰქონდა.
დღეს ესპანია რევოლუციისსამშობლო ქვეყნად ყველას გვერგება.იქ ჩვენი მოძმე ჩვენ ხმასაც უცდის,ჩვენი გულისთვის ხმალზე ეგება;და დოლორესის ხმას დაუცხრომელს,რევოლუცია აძლევს სიმძაფრეს,ეს ურჩევნია ესპანელ მშრომელსშეიარაღებულ გემების აფრებს,მას დამარცხება არ განუცდია,თვითონ ცეცხლია რევოლუცია...დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო,სისხლში ნადნობო მთავ ასტურია!ჩვენი მოძმენი თქვენთან იბრძვიანდა გამარჯვების ეს დასტურია.
25 სექტემბერი. 1936 წ.
მემატიანეთა თქმით, ბერი იოანე, დარწმუნებული, რომ ივერია და იბერია ერთი და იგივე ქვეყანაა, წავიდა ესპანიას ახალი სამშობლოს სანახავად.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი