↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

რეცეპტები › ბოსტნეულის კერძები › ნიგვზიანი ბადრიჯანი

ნიგვზიანი ბადრიჯანი
ბოსტნეულის კერძები

ნიგვზიანი ბადრიჯანი

დავინჩი · 2007-02-20 · 👁 183
საშუალესირთულე

🧺 ინგრედიენტები

👥 რამდენ კაცზე?4 პერს.
120
  • ბადრიჯანი1 კგ
  • ხახვი250 გრ
  • ნიგოზი1 ჩაის ჭიქა
  • ზეთი100 გრ
  • ნიორი2 კბილი
  • დაფქული ქინძის კეკალი2 ჩაის კოვზი
  • ყვითელი ყვავილი1-2 ჩაის კოვზი
  • უცხოსუნელი1 ჩაის კოვზი
  • ოხრახუში1 ჩაის კოვზი
  • ღვინის ძმარი
  • ბროწეულის მარცვლები
  • წიწაკა
  • მარილი - გემოვნებით

👩‍🍳 მომზადება

ბადრიჯანი გავრეცხოთ და თავები წავაჭრათ. სიგრძეზე დავჭრათ 0,5 სმ სისქის ფენებად და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში. გავაცივოთ. ამასობაში ხორცისსაკეპ მანქანაში გავატაროთ ნიგოზი, ნიორი და წიწაკა, რასაც დავუმატებთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, დაფქული ქინძის კეკალი, ყვითელი ყვავილი, უცხოსუნელი,, ღვინის ძმარი, ბროწეულის მარცვლები, მარილი და სულ ცოტა, 100 მლ-მდე, გადადუღებული წყალი. კარგად ავურიოთ და ეს მასა დაახლოებით 1 სუფროს კოვზი (არა უმეტესი) მოვათავსოთ სემწვარ და გაცივებულ ბადრიჯანზე. დავახვიოთ. ჩავდოთ ქვაბში და შევინახოთ მაცივარში.

სუფრაზე მიტანის წინ ლანგარზე დავაფინოთ სალათის ფოთლები. ლამაზად დავალაგოთ ბადრიჯნები. ზემოდან მოვრთოთ წვრილად დაჭრილი ხახვით, ოხრახუშის ან ქინძის ერთო ორი ფოთლითა და მოვაპნიოთ ბადრიჯნის რამოდენიმე მარცვალი.

💡 რჩევა: ინგრედიენტზე დაკლიკებით მონიშნეთ უკვე დამატებული — ასე არაფერი გამოგრჩებათ.

⚡ სწრაფი — 30 წუთამდე

ყველა →
⚡ 21 წთ
ხორცის კერძები

ჩანახი

ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…

👥 4⏱ 21 წთ★★★★★4 (5)👁 383
⚡ 30 წთ
ბოსტნეულის კერძები

აჯაფსანდალი

დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …

👥 5⏱ 30 წთ★★★★★3.3 (8)👁 319
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3.7 (6)👁 292🌿 ვეგ.
⚡ 25 წთ
კვერცხის კერძები

გახეხილი კვერცხი

👥 4⏱ 25 წთ★★★★★3 (3)👁 162🌿 ვეგ.
დესპანი