შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რეცეპტები › ფქვილოვანი ნაწარმი › აჩმა

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს) შევდოთ მაცივარში დაახლოვებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ვადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად
გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს) ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან. დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.
უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისაგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად.) დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, შემდეგ დავაფაროთ მოხარშული ცომი, წაუსვათ კარაქი, ორ ფენის შემდეგ ისევ მოვაყაროთ ზემოდან ისევ ორი მოხარშული კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ.
ძვლიანი ხორცი დავჭრათდა კარგად მოვხარშოთ.კართოფილი ,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა ,პომიდორი დავჭრათ რგოლებად და ცალცალკე შევწვათ ტაფაზე.ხახვი დ…
დაჭერით ბადრიჯანი რგოლებათ , 1-2 სმ სისქის , მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში 30 წუთი , წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ კარაქში …
მოვხარშოთ კვერცხი მაგრად .გავაციოთ,გავაცალოთ კანი და გავხეხოთ.დაუმატოთ წვრილად დაჭრილი საშუალო ზომის ხახვი,წმინდად დაჭრილი კამა და გემოვნები…

ბოდიშს გიხდით, დესპანი ამჟამად მხოლოდ მოწვევით არის ხელმისაწვდომი. თუ მოწვევის კოდი გაქვთ, შეიყვანეთ ის ან დაასკანერეთ QR კოდი.