რუსეთისა და საქარველოს ახალგაზრდული ნაკრებებები, სავარაუდოდ, მინსკში ითამაშებენ
ამასობაში, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორის სტუკალოვმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 5 სექტემბერს საქართველოსთან, ხოლო 9 სექტემბერს ვალენსიაში ესპანეთის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
მეკარეები: ჯანაევი (”სპარტაკი”, მოსკოვი), შუნინი (”დინამო”). მცველები: გრანატი (”დინამო”), კუდრიაშოვი (”ხიმკი”), ლუკანჩენკოვი (”ურალი”), ლებედევი (”ნოსტა”), ნაბაბკინი (”მოსკვა”), იატჩენკო (”სპარტაკი”, ნალჩიკი).
ნახევარმცველები: ბაკაევი (”ალანია”), გლუშაკოვი (”ლოკომოტივი”), ძაგოევი (ცსკა), კასაევი (”ყუბანი”), დ.კომბაროვი, კ.კომბაროვი (ორივე – ”დინამო”), რიაზანცევი (”რუბინი”), სამსონოვი (”სპარტაკი”, ნალჩიკი), ტარანოვი (”კრილია სოვეტოვი”), ფაიზულინი (”ზენიტი”), შიშკინი (”სპარტაკი”, მოსკოვი). ფორვარდები: ძიუბა, პრუდნიკოვი (ორივე – ”სპარტაკი”, მოსკოვი).
სტუკალოვის ბიჭები შეკრებას 1 სექტემბერს სასწავლო-საწვრთნელ ბაზა ”ბორში” დაიწყებენ, ბელორუსში გაგმზავრება კი 4 სექტემბერსაა ნავარაუდევი.
წინასწარი ინფორმაციით, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი მინსკის ”ტრაქტორის” სტადიონზე ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს, ამდენად, მომავალი თამაში წმინდა სპორტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოსა და რუსეთის პირველი დაპირისპირება, რომელიც თბილისში ”მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” შედგა, პეტარ სეგრტის მიერ დარიგებულმა ქართველებმა 2:0 მოიგეს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3732