ვარშავაში დაკავებულ ქართველ ძიუდოისტებს დღეს საქართველოს ელჩი კოტე ქავთარაძე მოინახულებს
ვარშავაში დაკავებულ ქართველ ძიუდოისტებს დღეს საქართველოს ელჩი კოტე ქავთარაძე მოინახულებს
ვარშავაში დაკავებულ ქართველ ძიუდოისტებს დღეს საქართველოს ელჩი პოლონეთში კოტე ქავთარაძე მოინახულებს. შეგახსენებთ, რომ ვარშაველი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ქართველ ძიუდოისტებს დაზარალებულის მიერ ჩვენების რამდენჯერმე შეცვლის შემდეგ ბრალდება შეუცვალეს. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს საქართველოს მიმართ განხორციელებულ პროვოკაციას. როგორც ცნობილია, სამი ქართველი ძიუდოისტი ვარშავაში გუშინ დააკავეს. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" ვარშავის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულებს 28 წლის ვარშაველი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობა ედებოდათ ბრალად, რის გამოც მათ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავეები პოლონეთის დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელიც ვარშავაში უქმე დღეებში იუნიორთა შორის გაიმართა.www.pirveli.com.ge
