↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიისტორია
Ქდესპანი

ქისტები საქართველოში

pikaso22 2 წთ კითხვა 1802 0 კომენტარი

ქისტები საქართველოში

ქისტები, საქართველოსა და მის მოსაზღვრედ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ვეინახთა სახელწოდებაა. ისინი ლაპარაკობენ ჩაჩნურ-ინგუშური ენების ქისტურ დიალექტზე.

ქისტების საქართველოში (კახეთში) გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან და XIX საუკუნის 60 -იან წლებამდე გაგრძელდა. მათი ეროვნული ნიშნებია: ენა, სარწმუნოება (ისლამი), მატერიალური კულტურის ელემენტები ძირითადად შენარჩუნებული აქვთ კომპაქტურ დასახლებებში - პანკისის ხეობის სოფლებში. ქისტები მშობლიურ ენასთან ერთად ფლობენ ქართულ ენას. პანკისის ხეობის ქისტური მოსახლეობის ყოფაში ძლიერ იგრძნობა ქართული მატერიალური კულტურის გავლენა. ისინი განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. ზოგ ოჯახში ლაპარაკობენ ქისტური დიალექტისა და ქართულის შერევით მიღებულ ჟარგონზე. მისდევენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივად გავრცელებულ სახეებს, ასევე ტრადიციულ ხელოსნობას, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადებას და ა.შ.

ცნობილია, რომ პანკისის საერისთავო ძველი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მოიცავდა პანკისის ხეობას, ალვანის ველსა და თუშეთს. ცენტრი - პანკისის ციხე. პანკისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა აღმოსავლეთ საქართველოში. ვარაუდობენ, რომ პანკისის ციხის ნაშთია პანკისის ხეობაში სალაწნისა და მაღრანის ხევების მთაზე (ახმეტის
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საქართველოს ისტორია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი