↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიისტორია
Ადესპანი

აზერბაიჯანელები საქართველოში

pikaso22 3 წთ კითხვა 1713 0 კომენტარი

აზერბაიჯანელები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაპრები თითქმის მთლიანად სპარსეთიდან და თურქეთიდან მოვიდნენ გვიან ფეოდალურ ეპოქაში. მათი ჩამოსახლება გარეშე აგრესიული ძალების სამხედრო-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი პროვინციების კოლონიზაციას. საქართველოზე გამუდმებული თავდასხმების შედეგად ირანელი და თურქი დამპყრობლები ხშირად მიმართავდნენ თურქული ტომების ჩამოსახლებას იმ მიწებზე, რომლებიც მანამდე ქართველ მოსახლეობას ეკავა. ახალი დასახლებანი თანდათან იკავებდნენ გაუკაცრიელებულ ქართულ სოფლებს. ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი მტერს შეეწირა უთანასწორო ბრძოლაში ან ტყვედ იქნა წაყვანილი უცხოეთში; გადარჩენილნი კი იძულებული იყვნენ თავი შეეფარებინათ სამშობლოს სხვა კუთხეებში.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ მოგვითხრობს ვახუშტი ბაგრატიონი: როდესაც შაჰ-აბასმა წაართვა აღჯაყალად წოდებული ციხე (თეთრი ციხე) მეფე გიორგის (1600-1605 წწ.), `მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ~. იმავ შაჰ-აბასმა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ათეული ათასობით ქართველი გადაასახლა კახეთიდან სპარსეთში. სხვადასხვა ხასიათის სამხედრო-პოლიტიკური აქციების შედეგად იშვიათი როდი იყო საქართველოს
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საქართველოს ისტორია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი