ქართული სახელმწიფოები და სამთავროები
პროტოქართველმა ხალხებმა სახელმწიფოებრიობა პირველად ძვ.წ. XII საუკუნეში შექმნეს — ქართველებს 32-საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიცია აქვთ. სტატიაში ქრონოლოგიურად არის ჩამოთვლილი ქართული სახელმწიფოები და სამთავროები, დიაოხიდან დღევანდელ საქართველომდე.
პროტოქართველი ხალხები კავკასიის და მცირე აზიის ვრცელ ტერიტორიებზე მრავალი ათასწლეულის მანძილზე ცხოვრობდნენ და მათ სახელმწიფოებრიობის შექმნა პირველად ძვ.წ. XII საუკუნეში მოახერხეს. ეს აქცევს ქართველ ხალხს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ერად, რომელსაც 32-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიცია გააჩნია. ქართველები ვდგავართ უდიდეს ფესვებზე და ტრადიციებზე, ხის სიმაღლე კი ფესვებიდან იზომება, ჩვენი ფესვები კი ჩვენი მილიარდზე მეტი ქართველური წინაპარია - ამიტომაა რომ ვერ აქცევს "მუმლი" ამ "იგდრაზილს".
სახელმწიფოები და სამთავროები ქრონოლოგიურად
1. დიაოხის სამეფო (იგივე ტაოხი, დაიაენი) - ძვ.წ. XII - VIII საუკუნეები.
2. კოლხეთის სამეფო - ძვ.წ. XII - II საუკუნეები.
3. იბერიის სამეფო (კავკასიის იბერია) - ძვ.წ. IV საუკუნე - ახ.წ. 537 წელი.
4. არგვეთის საერისთავო - ძვ.წ. IV - ახ.წ. XIII საუკუნეები.
5. პონტოს სამეფო (ლაზურ-ელინისტური სამეფო) - ძვ.წ. 302 - ახ.წ. 64 წწ.
6. ეგრისის სამეფო (იგივე ლაზიკა) - ახ.წ. 131 - 697 წწ.
7. თბილისის საემირო (არაბულ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი) - 736 - 1122 წლები.
8. აფხაზთა სამეფო (დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო) - 778 - 978 წწ.
9. კახეთის სამეფო - 787 - 1010 წწ.
10. ტაო-კლარჯეთის სამეფო (იგივე "ქართველთა სამეფო") - 809 - 1008 წწ.
11. ჰერეთის სამეფო - 815 - 1104 წწ.
12. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო (ქართულ-სომხური სამეფო) - 972 - 1113 წწ.
13. გაერთიანებული საქართველოს სამეფო - 975 - 1466 წწ.
14. ოდიშის სამთავრო (იგივე სამეგრელოს სამთავრო) - 1185 - 1867 წწ.
15. ტრაპიზონის იმპერია (საქართველოს გაერთიანებულ სამეფოზე დაქვემდებარებული ლაზურ-ელინისტური სახელმწიფო) - 1204 - 1461 წწ.
16. იმერეთის სამეფო - 1259 - 1810 წწ.
17. სამცხე-საათაბაგო - 1266 - 1625 წწ.
18. გურის სამთავრო - 1462 - 1826 წწ.
19. საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში - 1801 - 1917 წწ.
20. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1918 - 1921 წწ.
21. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - 1921 - 1991 წწ.
22. საქართველოს რესპუბლიკა (შემდგომში უბრალოდ "საქართველო") - 1991 წლიდან დღემდე (და უკუნისამდე)
კრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.

