შავი ღრუბლები სოჭის ოლიმპიადის თავზე
ვლადიმერ პუტინი გასულ წელს გვატემალაში გაემგზავრა, რომ პირადად გაეწია ლობირება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე. მან იქ პირველად სცადა ინგლისურად განემარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოლიმპიური თამაშების ჩატარება რუსეთისთვის.
როცა ჟან-კლოდ კილის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს ოლიმპიადის სხვაგან ჩატარებაზე ჰკითხეს, მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: “ეს საკითხი განხილვაზე არასდროს დამდგარა.”
მაგრამ ნავთობის არამყარმა ფასებმა საშინელ დღეში ჩააგდო სავაჭრო ბირჟები. თუმცა სანამ ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა, ოლიმპიურ თამაშებს მანამადე შეექმნა პრობლემები. ვრცელდებოდა ცნობები მისი გადადების და უზარმაზარი ხარჯების კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. პრობლემების გამოსასწორებლად კრემლმა პრემიერ-მინისტრის მოადგილე, მეთვალყურედ სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოების მიმდინარეობაზე სასწრაფოდ დანიშნა დიმიტრი კოზაკი.
- “კოზაკის დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს კილი, “ქაღალდზე ყველაფერი დამაკმაყოფილებლად გამოიყურება, მაგრამ მისი განხორციელება რთულდება. ახლა ეს ყველაფერი უკეთესად იმუშავებს”.
მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ნაკლებ თვითკმაყოფილია. მისი ექსპერტები ყოველ რამდენიმე კვირაში სოჭს სტუმრობენ, უფრო ხშირად, ვიდრე სხვა თამაშების მოსამზადებელ სამუშაოებს.
“ჩვენ ძალიან, არ გვინდა ვთქვათ, რომ ვნერვიულობთ, მაგრამ კარგად ვიცნობთ სირთულეებს სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა კილიმ.
არსებულ პრობლემებს დაემატა რუსეთის შეჭრა საქართველოში, რომლის განდგომილი რეგიონი აფხაზეთი სოჭის სანაპიროს გაყოლებაზეა. ამის გამო გაისმა სერიოზული მოწოდებები რუსეთისთვის ოლიმპიადის ჩატარების უფლების ჩამორთმევაზე, რითაც კრემლს დიდი დარტყმა მიადგებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ პროექტი გეგმის მიხედვით დროულად სრულდება და რომ მთავრობა კიდევ გაიღებს თანხებს ყველას დასარწმუნებლად, რომ დაბრკოლებები არ იქნება. მაგრამ გაზეთმა Kommersant-მა ახლახანს დაბეჭდა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კორპორაცია Olympstroi”-მ ტენდერში ვერცერთი კომპანიის დაინტერესება ვერ შეძლო. რატომღაც, ტენდერის ორგანიზატორებმა სასტუმროები და სპორტული ინვენტარის აღჭურვილობა ცალ-ცალკე ლოტად გამოიტანეს და დეველოპერებს მიწის საკუთრების უფლებაზე უარი უთხრეს.
“დასაწყისში სირთულეები გვქონდა, ტენდერები არასწორად იყო დაწერილი და მომზადებული – ამბობს ჟილბერტ ფელლი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი - ახლა მათ გარკვეული გაკვეთილი ისწავლეს.”
Olympstroi-ს, რომელიც სამშენებლო სამუშაოების მეტწილს ასრულებს, ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებია ტენდერის ახალი თარიღი.
მთავრობა სოჭის ოლიმპიადის ხარჯებს $12 მილიარდით აფასებს. მათი უმეტესობა - $7.5 მილიარდი – სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდის. იმედოვნებენ, რომ დანარჩენი ხარჯები კერძო ინვესტორებისგან დაიფარება, მაგრამ შესაძლოა დანარჩენი ხარჯების გაწევაც კრემლს მოუხდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ სოჭი ერთადერთი ოლიმპიური მასპინძელი არ არის, რომელიც ფინანსური წნეხის ქვეშ მოექცა. 2012 წლის ზაფხულის თამაშების ლონდონის ორგანიზატორები ცდილობენ შეინარჩუნონ $17 მილიარდი კერძო ფონდებიდან მთავარი პროექტების დასაფინანსებლად.
სოჭის ალპური არეალის მშენებლობა ჯერ-ჯერობით კვლავ მიმდინარეობს. მკვეთრი ლურჯი გალავანი, რომელიც ადგილობრივების თქმით სულ რაღაც ორი კვირის წინ შემოავლეს, ხეების, ბუჩქების, სოფლის მოსავლის და მიტოვებული შენობების დიდ სივრცეს საზღვრავს. ეს არეალი ოლიმპიადის გული იქნება - ორი ყინულის მოედნით, სასრიალო გზებით, ოლიმპიურ სოფელთან ერთად მდიდრული ოტელებით და პრეზიდენტის რეზიდენციით.
სოჭის ოლიმპიადის სამზადისით ყველა ბედნიერი არ არის. ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი მშობლიური ადგილებიდან გაასახლეს, რაკი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის ზოლში მოყვნენ. მთავრობამ დანარჩენებს 2009 წლამდე მისცა ტერიტორიის დატოვების ვადა.
მთავრობამ იმ ოლიგარქების სიაც დიდი ხანია განსაზღვრა, ვისაც ფინანსური წვლილი უნდა შეეტანა ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის შენებაში, მაგალითად, ვლადიმირ პოტატინი - ფოლადის მაგნატი და მოყვარული მოთხილამურე, “როზა ხუტორი”, ოლეგ დერიპასკა, რომელიც ოლიმპიურ სოფელს, მედია ცენტრს და ახალ აეროპორტს აშენებს. მაგრამ ამ ოლიგარქების კომპანიები მათ შორის არიან, ვისაც მწვავე ფინანსური კრიზისი დაატყდა თავს.
გიგანტური “გაზპრომი”, რომელიც ასევე მონაწილე კომპანიებს შორისაა, აღიარებს, რომ შესაძლოა ნაღდი ფულის მოძრაობის შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს. სამშენებლო კომპანია Basic Element იძულებული გახდა საზღვარგარეთ ჩადებული აქციები კრედიტორებისთვის დაეთმო, ხოლო მეწილეები ავსტრიული სამშენებლო კომპანია Strabag-იდან, იძულებულნი გახდნენ საკუთრი ჯიბეები ამოეტრიალებინათ, რათა დერიპასკა კომპანიაში არსებული 25%-ანი წილის დაკარგვისგან ეხსნათ.
Basic Elementის წარმომადგენლის, მიხაილ კონსტანტოვის განცხადებით, კომპანია სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული გეგმების შეცვლას არ აპირებს.
სერგეი ტრუბინის, “როზა ხუტორის” გენერალური დირექტორის თქმითაც პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ კონტრაქტორები სიმწრისგან უკვე ფრჩხილებს იჭამენ.
“ბაზარს ციებ-ცხელება შეეყარა და კონტრაქტორებიც ამავე დღეში არიან, - ამბობს იგი - მათ არ იციან, რა იქნება მომავალში. ბევრი მათგანი ძალიან ნერვიულობს. ისინი ტელევიზორს უყურებენ, გაზეთებს კითხულობენ და კარგად იციან ფულის სიმცირის და კრედიტების თითქმის არასებობის შესახებ. ისინი უკვე სერიოზულად ეჭვობენ, აქვთ თუ არა კომპანიებს და მთავრობას საკმარისი თანხა.”
თუმცა, როგორც გერჰარდ ჰეიბერგი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნორვეგიელი წევრი აცხადებს “იმდენი პოლიტიკური პრესიტიჟი დევს სასწორზე, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის პროექტი N1. მათ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან: “ჯანდაბას, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფული”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4507