კვიპროსული რევოლუციის შემოქმედი
”ნიუკასლში” გატარებული სამი სეზონის შემდეგ, მან ორი წელი ”ვულვზსა” და ”დანდიში” ითამაშა, მერე კვიპროსში დაბრუნდა და 2002 წლიდან ფამაგუსტას ”ანორთოსისი” ჩაიბარა - ჯერ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, 2004 წლიდან კი მხოლოდ სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული.
ამის შემდეგ კვიპროსული კლუბი, შინაურ თუ საგარეო შეჯიბრებებში, შინაურ თუ საგარეო შეჯიბრებებში, აღმავალი ტრაექტორიით მოძრაობს. წლეულს კი ქეცბაიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სასწაულებრივი კამპანია მოაწყო.
ქეცბაია ფიქრით ხშირად საქართველოში დარჩენილ ნათსავეთანაა, რომლებიც რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ ერთხელ დაზარალდნენ.
”ჩემი ოჯახი აფხაზეთში ცხოვრობდა. ჩვენ იქ ყველაფერი დავკარგეთ. ჩვენ გვსურს, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, მაგრამ… იცით, არ გამოდის - დარდი აფხაზეთზე ყოველდღიურად გვაყენებს ტკივილს. ჩემი ოჯახის წევრები ქვეყნიდან ქვეყანაში დადიან, ლტოლვილებად. მე საქართველო 17 წლის წინ დავტოვე, ასე რომ, ბოლო ომი უშუალოდ არ შემხებია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
სამშობლოზე დარდი ფეხბურთზე სრულად კონცენტრირების საშუალებას არ მაძლევს - ძნელია, როცა იცი, რომ შენი სამშობლო, შენი ხალხი, შენი ოჯახი ომისგან ზარალდება და შენ არაფრის გაკეთბა არ ძალგიძს. სხვა რა დამრჩნია - ჩემი საქმე ბოლომდე უნდა ვაკეთო და ამით მაინც გავახარო ქართველები. ჩმთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავიყვანე. ვიცი, ამან საქართველოში ბევრს საკუთარი გაჭირვება დროებით მაინც დაავიწყა”.
ქეცბაიამ ლიგაში მორიგი სასწაული მოახდინა - ფამაგუსტას (რომლის მოსახლეობა 40 ათასი კაცია) გუნდმა სტუმრად ფრედ ითამაშა ”ვერდერთან და დაამარცხა ”პანათინაიკოსი”.
”ლიგაში შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. გუნდმა ეს უდიდესი შრომის ფასად მოახერხა. ზაფხულში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიყვანეთ და მიზანსაც მივაღწიეთ” - ამბობს ქეცბაია.
ზაფხულში დახარჯულმა თანხამ კლუბის ბიუჯეტის დეფიციტი 7 მილიონ დოლარამდე გაზარდა, მაგრამ ევროპული წარმატებების შემდეგ კვიპროსელები არა მარტო გაისტუმრებენ ვალებს, არამედ მოგებულებიც დარჩებიან - სტადიონისა და სამწვრთნელო ბაზის შეკეთებაზეც იზრუნებენ და ახალ ფეხბურთელებსაც დაიმატებენ.
დღვანდელ ფეხბურთში ფული ძლიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც ახლა ხდება, უკვე საგიჟეთია. ბევრი ფული დაღუპავს ფეხბურთს” - გულწრფელად წუხს ქართველი.
შესაძლოა, ქეცბაიასთვის ფული მართლაც არ არის მთავარი, უბრალოდ, მას ახალგაზრდა მწვრთნელის ამბიცია ალაპარაკებს. ის ღიად საუბრობს ერთ მშვენიერ დღეს ”თინსაიდზე” დაბრუნების შესაძლებლობაზეც. ”ნიუკასლი” კვლავ ის გუნდია, რომელიც ქეცბაიას აღელვებს.
”როგორც ფეხბურთლს, ოცნება მქონდა კარგ გუნდში მეთამაშა და ეს ოცნება ინგლისში ამისრულდა. მწვრთნელ ქეცბაიასაც ეს ოცნება აქვს… თუკი უკეთეს ჩემპიონატში, უკეთეს გუნდში მუშაობის შანსი გამოჩნდება, რათქმა უნდა, ამაზე უარს არ ვიტყვი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ”ნიუკასლის” მაისურით თამაში და თუ იქ მწვრთნელად დავბრუნდები, ასეთ წინადადებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი უარს.
”ჯერ მარტო ”ნიუკასლის” თავდადებული ფანები იმსახურებენ, რომ გუნდს უკეთესი აწმყო ჰქონდეს” - ამბობს ქართველი მწვრთნელი, რომელსაც ახლაც კი არ უყვარს 10 წლის წინანდელი გაგიჟბის გახსენება: ”ხალხი მუდამ იმ გოლს და მას მოყოლილ აღნიშვნას მიხსენებს, არადა მე ამის დავიწყება მსურს. მაშინ ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა. ხანდახან, გამწარების ჟამს, სხვანაირად ვიქცევი ხოლმე… უბრალოდ, წარსულია და მეტი არაფერი”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4464