პელე-ედსონ არანტოს დე ნასიმენტო
გუნდ სანტოსის შემადგენლობაში (1956-74) 11- ჯერ მოიპოვა შტატის ჩემპიონის ტიტული. მრავალჯერ იყო საუკეთესო ბომბარდირი. ყველაზე მეტი გოლი კი 1958 წელს გაიტანა (58 გოლი)
6-ჯერ მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონთა თასი და ორჯერ ლიბერტადოსის და კონტინენტთაშორისი თასები.
მისი დებიუტი ნაკრებში 1958 წელს შედგა,შვეციის ნაკრების წინააღმდეგ. ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა სსრკს-წინააღმდეგ. მეოთხედფინალში გაიტანა გადამწყვეტი გოლი უელსის კარში. ნახევარფინალში, მასპინძელ საფრანგეთის გუნდს 3 გოლი გაუტანა და 17 წლის ასაკში მოიპოვა სპეციალისტებისა და გულშემატკივართა სიმპათიები და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთის ისტორიაში.
1962 და 66 წლებში ვერ შეძლო თავის წარმოჩენა ტრამვების გამო.
1970 წლის ფინალი კი ტრიუმფალური იყო პელესათვის. იმდროინდელ გუნდის შემადგენლობას ექსპერტები, ერთადერთ უძლიერესს უწოდებდნენ, ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში. ბრაზილიელებმა მესამედ მოიპოვეს ჟიულ-რიმეს თასი და სამუდამოდ დაიტოვეს იგი თავის ქვეყანაში, ხოლო მექსიკასთან ფინალში გამარჯვებით პელე გახდა ერთადერთი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში. და სწორედ ამ დღეს გაიტანა თავისი საიუბილეო მეასე გოლი, ნაკრების შემადგენლობაში. ამ ჩემპიონატში კი სულ 14 თამაში ითამაშა და 12 გოლი გაიტანა.
საერთო ჯამში ნაკრებში 92 თამაშში პელემ 97 გოლი გაიტანა, ეს მიღწევა დღემდე არავის გაუმეორებია.
1975 წელს დაამთავრა რა ფეხბურთის კარიერა ბრაზილიის ნაკრებსა და სანტოსის შემადგენლობაში, მან კონტრაქტი გააფორმა ამერიკის გუნდ "კოსმოსთან". დიდ ფეხბურთში დაბრუნება მისმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.
ამერიკის გუნდ "კოსმოსში" პელე გახდა ყველაზე ძვირადღირებული სპორცმენი მსოფლიოში(იმ პერიოდში). ხოლო მისი თამაშების პერიოდში, 10-ჯერ გაიზარდა მოედანზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა.
1977 წლის 1 ოქტომბერს დაამატა რა თავის ტიტულებს კიდევ ერთი, ამერიკის ჩემპიონის ტიტული, ითამაშა თავისი ბოლო გამოსამშვიდობებელი თამაში სანტოსის წინააღმდეგ და ამით დაამთავრა ფეხბურთელის კარიერა.
პელეს ოსტატობის საიდუმლო, მის ფიზიკურ მონაცემებთან ერთად თავდაუღალავი ვარჯიშები იყო. სწორედ ვარჯიშების წყალობით იგი ისევე ძლიერად ურტყამდა ბურთს მარცხენა ფეხს როგორც მარჯვენას, ჰქონდა კარგი სისწრაფე და მაღალი ტექნიკა. დიდ სისწრაფეს ავითარებდა ბურთის ფლობასთან ერთად. კარგად თამაშობდა თავითაც. მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული იყო გუნდში, უპირატესობას ანიჭებდა გუნდურ თამაშს. პელე ცნობილია როგორც "პასების გროსმაისტერი" მისი პასები ყოველთვის იყო ძალიან ზუსტი და დროული.
1961 წელს, მარაკანას მოედანზე გატანილი გოლი "ფლუმინენსეს" კარში, საუკუნის გოლად მონათლეს.(საკუთარი საჯარიმოდან გაიარა მთელი მოედანი, მოატყუა მოწინააღმდეგის მთელი გუნდი და გოლიც გაიტანა).
მის ანგარიშზეა 92 ჰეთ-თრიკი (თამაშში 3 გოლი).30 თამაშში გაიტანა 4-4 გოლი. ხოლო 6 თამაშში 5-5 გოლი.კიდევ ერთი არაოფიციალური რეკორდი "ფეხბურთის მეფისა" 1964 წელს "ბოფაგოს" წინააღმდეგ თამაშში მან 8 გოლი გაიტანა. სანტოსის შემადგენლობაში თავისი საიუბილეო მეასე გოლი 1969 წლის 19 ნოემბერს "ვასკო დე გამას" წინააღმდეგ თამაშში გაიტანა, პენალტით.
პელემ ოფიციალურად დარეგისტრირებული 1281 გოლი გაიტანა(1363 თამაშში, სანტოსის, კოსმოსისა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშებისას). ყველაზე შედეგიანი მისთვის 1959 წელი იყო 127 გოლი.
მიუხედავად ასეთი შედეგიანობისა, "მეფე გოლეადორის" ტიტული ეკუთვნის არა პელეს, არამედ ცნობილ უნგრელ ფეხბურთელს ფრანც პუშკაშს. რომელმაც 512 თამაშში 528 გოლი გაიტანა, უნგრეთისა და ესპანეთის ჩემპიონატებში. ხოლო ბრაზილიის ჩემპიონატი სათავეს 1970 წლიდან იღებს, მაშინ როცა პელეს ფეხბურთელის კარიერის უდიდესი ნაწილი უკვე გავლილი აქვს. მსოფლიოს 1970 რეგიონში გამოკითხული ყოველი 100 ადამიანიდან 95 იცის თუ ვინ არის პელე.
1999 წელს MOK-მა პელე ასწლეულის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ხოლო FIFA-მ XX-საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
პელეს კარიერა გააგრძელა მისმა ვაჟმა, ედინომ, რომელიც ასევე სანტოსის შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ მამისაგან განსხვავებით მან მეკარის ამპულა არჩია.
www.despani.com
