დიეგო მარადონა
არგენტინაში მარადონა დRესაც უყვართ და აფასებენ. ახალგაზრდები ქუჩაში დადიან 10 ნომრიანი მაისურებით.
ყველაზე საუკეთესო ფორმაში მარადონა იტალიის "ნაპოლში" თამაშისას იყო. გაჰქონდა გოლები როცა უნდოდა, როგორც უნდოდა, მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. იტალიელები მარადონას აღმერთებდნენ, მაგრამ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინამ იტალიის ნაკრები ასპარეზობიდან გამოთიშა, იტალიელებმა მარადონა შეიძულეს. მარადონა იძულებული გახდა იტალიიდან წასულიყო 1992 წელს იგი ტოვებს იტალიას და გადადის ესპანეთის "სევილიაში", მაგრამ 1993 წელს ბრუნდება არგენტინაში, გუნდ "ნიუელსი", პირველივე სეზონის შემდეგ მარადონა გუნდიდან დაითხოვეს, ვარჯიშების სისტემატიურად გაცდენის გამო.
პირველად ნაკრებში მარადონამ 18 წლის ასაკში ითამაშა. მაგრამ არგენტინაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში იგი ნაკრებში ვერ მოხვდა. 1982 წელს კი უკვე ესპანეთში იგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გუნდმა დიდი ვერაფერი მოახერხა. აი 1986 წელს მექსიკაში იგი საუკეთესო იყო, არამარტო გუნდში, არამედ მთელს მსოფლიოში, არგენტინა ჩემპიონი გახდა. ამ ჩემპიონატში საუკეთესოდ ინგლის-არგენტინის თამაში ჩაითვალა, სადაც მარადონამ პირველი გოლი ხელით გაიტანა, და მას "ხვთის ხელი" უწოდა, ხოლო მეორე გოლი კი- მოატყუა ნახევარი ინგლისის გუნდი, დაიწყო საკუთარი საჯარიმოდან და გოლი გაიტანა.
1990 წელს არგენტინა ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ იგი გერმენიის გუნდთან დამარცხდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში.
1994 წელს მარადონა ისევ გამოჩნდა არგენტინის გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ძალიან ცუდ ფორმაში. მან ვერ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება და მთელი ტურნირის განმავლობაში, მაყურებელთა ტრიბუნებზე იჯდა.ეს უკვე მისი კარიერის დასასრული იყო.
ტიტულები:
1986 წლის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი
1986 წლის ოქროს ბურთის მფლობელი
1990 წლის ბრინჯაოს ბურთის მფლობელი.
1979/80 სამხრეღ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი
1980 არგენტინის ჩემპიონი
1981 წელს იტალიის ჩემპიონი
1987 და 1990 წლებში იტალიის თასის მფლობელი
1987 წელი იტალიის სუპერ თასის მფლობელი
1990 წელს ესპანეთის თასის მფლობელი
1983 წელს უეფას თასის მფლობელი
1986 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი "World Soccer"-ის ვერსიით
1978 და 1979 წლებში არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი
1987 და 1988 წლებში იტალიის საუკეთესო ბომბარდირი
სულ არგენტინის ნაკრებში ითამაშა 91 თამაში და გაიტანა 35 გოლი.
www.despani.com