იოჰან კრუიფი
კრუიფმა ითამაშა 1974 წლის მსოფლიო ცემპიონატშიც, სადაც ჰოლანდია ფინალში გავიდა, სამწუხაროდ მათ ფინალი გერმანიის გუნდთან დათმეს. 1978 წელს ჰოლანდია ისევ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ამ დროს კი კრუიფი გუნდში უკვე აღარ იყო.
1973-74 წლებში კრუიფი ბარსელონაში გადავიდა სათამაშოდ. ამ წელს ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგო.1978 წელს კრუიფი ამერიკაში წავიდა. პირველად იგი "ლოს-ანჟელეს აცტეკში" თამაშობდა, ხოლო შემდეს ვაშინგტონის "დიპლომატში".
კრუიფი სამჯერ იყო ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული. თავის ქვეყანაში კრუიფი 48-ჯერ იყო დაჯილდოვებული(სხვადასხვა ჯილდოთი) და გაიმარჯვა 33 ჩემპიონატში.
1984 წლიდან იგი უკვე მწვრთნელის ამპულაში გვევლინება
საფეხბურთო კარიერა:
აიაქსი, ფეინოორდი (ჰოლანდია)
ლევანტე, ბარსელონა (ესპანეთი)
ლოს-ანჟელეს აცტეკი, ვაშინგტონის დიპლომატი (ამერიკა)
ესაა გუნდების ჩამონათვალი, სადაც კრუიფს მთელი საფეხბურთო კარიერის მანძილზე უთამაშია.
