გარინჩა
ბრაზილიის ნაკრებსი გარინჩა 24 წლის ასაკში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ორ თამაშში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო სსრკ_ს წინააღმდეგ, მწვრთნელმა ვინსენტე ფიოლამ იგი ძირითად შემადგენლობაში დააყენა პელესთან ერთად. უკვე მესამე წუთზე გარინჩას პასით გოლი გავიდა. ამ წელს ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
1962 წელს გარინჩამ კვლავ მოიგო მსოფლიო ჩემპიონათი ბრაზილიის გუნდთან ერთად, მისი ბრწყინვალე დუეტი ამარილდოსთან შეუდარებელი იყო, ფინალში მათ ჩეხოსლოვაკიის გუნდი გაანადგურეს 4:1 და დაამტკიცეს რომ მსოფლიოში უძლიერესები იყვნენ.
ჩემპიონატის შემდეგ გარინჩას პრობლემები შეექმნა. კერძოდ იგი ტრამვებმა შეაწუხა. ერთი სეზონი მთლიანად მკურნალობას დასჭირდა, მაშინ გუნდმა გარინჩა გაყიდა.
გუნდმა რომელმაც გარინჩა იყიდა, ფიქრობდა შტატის ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ გარინჩა იმ სეზონში მოედანზე საერთოდ არ გასულა. გარინჩა გუნდიდან წავიდა. მან ბევრ გუნდში სცადა ბედი, მესამე დივიზიონშიც ითამაშა, კოლუმბიაშიც კი წავიდა მაგრამ ვერსად ვერ ჩერდებოდა, მარაკანაზე დაბრუნება მისი ოცნება იყო. იგი დაბრუნდა მარაკანაზე, "ფლამინგომ" კვლავ მიიწვია გუნდში, მაგრამ პირველივე თამაშის პირველივე ნახევარში იგი შეცვალეს, მას შემდეგ გარინჩას აღარ უთამაშია. ადგილობრივ საბავშვო გუნდში მჭვრთნელად დაიწყო მუსაობა, მაგრამ მისი ილეტები ვერავინ ვერ ისწავლა, გუნდური თამაშის სწავლება კი მას არ შეეძლო. იგი სამუშაოს ეძებდა, მაგრამ ვერსად ვერ მოეწყო, ამ პერიოდში ცოლიც დასცილდა, მისი მეუღლე ელზა სუარესი უკვე ცნობილი მომრერალი იყო. მან ბავშვებიც მოაცილა გარინჩას. სასოწარკვეთილი გარინჩა სასმელს მიეძალა.
1983 წელს გარინჩა სიღარიბეში გარდაიცვალა, ღვიძლის დაავადებით, რომელიც სასმელით იყო გამოწვეული. მისმა მილიონიანმა, ფანატმა გულშემატკივრებმა გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს გარინჩას გახსენება. კაცისა, რომელიც ერთ დროს, ბრაზილიის მანათობელი ვარსკვლავი იყო.
www.despani.com
