ფერენც პუშკაში
უნგრეთის ნაკრებში პუშკაშმა 84 თამაში ითამაშა და 83 გოლი გაიტანა.
8 წლის შემდეგ, პუშკაშმა კვლავ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატში, მაგრამ ამჯერად იგი ესპანეთის ღირსებას იცავდა. ამ დროისათვის პუშკაში უკვე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია.
1956 წელს, როდესაც უნგრეთში რევოლუცია მოხდა, პუშკაში თავის გუნდთან ერთად საზღვარგარეთ იყო სათამაშოდ. მან და რამდენიმე თანაგუნდელმა გადაწყვიტეს უკან, სამშობლოში არ დაბრუნებულიყვნენ. პუშკაშმა იტალიაში დამკვიდრება გადაწყვიტა, მაგრამ იტალიურმა კლუბებმა იგი ასაკის გამო დაიწუნეს და ძალიანაც შეცდნენ, პუშკაში ესპანეთმა მიიღო, კერძოდ მადრიდის "რეალმა" მისი თავბრუდამხვევი კარიერა იმდენად დიდი აღმოჩნდა რეალში, რომ მთლიანად დაჩრდილა უნგრეთის მიღწევები.
პუშკაში ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი. მისი და დი სტეფანოს დუეტი დღესაც ერთადერთ უძლიერესად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში. ისინი აჩვენებდნენ სასწაულებს ფეხბურთში. "Hempdan park"-ზე გაანადგურეს "აინტრახტი" 7:3, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში. თამაშს 135000 მაყურებელი ესწრებოდა.დი სტეფანომ 3 გოლი გაიტანა, პუშკაშმა კი-4.
პუშკაში დრემდე ითვლება "მეფე გოლიადორად".
1966 წელს მან კარიერის დასასრულს მწვრთნელობა გადაწყვიტა, თუმცა არც მთლად წარმატებული აღმოჩნდა, ერთ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, 1970/71 წლებში მან "პანათინაიკოსი" ევროპის თასის ფინალში გაიყვანა.
2002 წელის აპრილში პუშკაშს 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეოდ კი უნგრელებმა გადაწყვიტეს ბუდაპეშტის ფეხბურთის მოედნისათვის სახელი შეეცვალათ და მას ფერენც პუშკაშის სახელობის მოედანი უწოდეს.
www.despani.com
