"მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები"
არტურ ანტუნეს კიომბრა- ზიკო
2008 წლის 24 სექტემბერს ზიკომ კონტრაქტი გააფორმა უზბეკურ გუნდ "ბუნედკორთან". ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ბუნედკორის ახალ ლეგიონერს ბრაზილიელ რივალდოს ესაუბრა. ზიკომ განაცხადა, რომ რივალდომ უამბო მას, თუ რა დიდ ყურადღებას აქცევენ უზბეკეთში ფეხბურთს და როგორ ზრუნავენ მის განვითარებაზე.
ზიკომ განაცხადა, რომ აღარააქვს სურვილი დაბრუნდეს თურქეთის "ფენებახჩეში", რომელსაც იგი 2006-2008 წლებში ავარჯიშებდა და დიდი სიამოვნებით იმუშავებს უზბეკეთში.
არტურ ანტუნეს კიომბრა(ზიკო) დაიბადა 1953 წლის 3 მარტს რიო-დე ჟანეიროში. პირველი გოლი ოფიციალურ ტურნირში გაიტანა სასკოლო გუნდ "ფლამინგოში" 1967 წელს. 1971 წელს კი შედგა მისი დებიუტი პროფესიანულ "ფლამინგოში". და ამავე წელს იგი რიო-დე ჟანეიროს ჩემპიონი გახდა.
ბრაზილიის ნაკრებში ზიკო პირველად 1976 წელს გამოჩნდა. 1976 წლიდან 1989 წლამდე ნაციონალურ ნაკრებში ზიკომ 94 თამაში ითამაშა და 68 გოლი გაიტანა. "ფლამენგოს" შემადგენლობაში მან 730 თამაში ითამაშა და 508 გოლი გაიტანა. 1991 წელს კარიერა როგორც ფეხბურთელმა იაპონიაში გააგრძელა, სადაც შემდეგ მწვრთნელად დარჩა. ბრაზილიაში ზიკოს თეთრ პელეს ეძახდნენ.
მისი მონაპოვარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ასეთია:
ბრაზილიის ჩემპიონი - 1980;1982;1983;1987.
"კარიოკა" ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი-1974; 1978; 1981; 1986.
ბრაზილიის ცემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი-1978;1979;1982.
ლიბერტადორესის თასის მფლობელი-1981
კონტინენტთაშორისი თასის მფლობელი-1981
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი-1977;1981;1982
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი-1983წ "World soccer"-ის ვერსიით
იტალიის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი-1984 წელს
კლუბები:
"ფლამენგო"(ბრაზილია); "უდინეზე"(იტალია);"სუმიტომო"(იაპონია); "კასიმა ანტლერს"(იაპონია)
www.despani.com