დინო ძოფი
დინო ძოფი დაუბრუნდა სერია A-ს მაგრამ უკვე გუნდ "მანტოვას" რიგებში თამასობდა, სადაც 4 სეზონი დაჰყო. 1968 წლის 20 აპრილს დინო ძოფის დებიუტი იტალიის ნაკრებში შედგა. ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იტალია-ბულგარეთის გუნდებს შორის მატჩში. იტალიელებმა გაიმარჯვეს 2:0. ამავე წელს ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს იყო ძოფის პირველი დიდი წარმატება, მაგრამ არა უკანასკნელი.
1972 წელს დინო ძოფი გადადის "იუვენტუსში" და იუვენტუსშივე ამთავრებს თავის საფეხბურთო კარიერას.
იუვენტუსის რიგებში, პირველივე სეზონზე, მაშინ როცა დინო ძოფი უკვე 30 წლისაა, პირველად ეუფლება სკუდეტოს. 11 წლის განმავლობაში, რომელიც მან იუვენტუსში გაატარა 6 ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და 2 ჯერ მოიგო იტალიის თასი.
1972/73 წლიდან 1982/83 წლების განმავლობასი, როცა დინო ძოფი იუვენტუსში თამაშობდა, გუნდი იტალიის ჩემპიონათში მესამე ადგილს არ ჩამოსცილებია. "სუპერ-დინო" ასე ეძახდნენ მას იტალიაში. 40 წლის ასაკში დინო ძოფი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
1983 წლის 20 მაისს "სუპერ-დინომ" თავისი ბოლო თამაში ითამაშა იტალიის ნაკრებში. სულ 112 თამასი და დაამყარა რეკორდი იტალიელ ფეხბურთელთა შორის.
3 წლის შემდეგ, რაც იგი დიდი ფეხბურთიდან წავიდა, ბრუნდება ფეხბურთში, ოღონდ ეხლა მწვრთნელის ამპულაში. 2 წელი იმუშავა "იუვენტუსში", მოიგო იტალიის თასი და უეფას თასი. შემდეგ იგი "ლაციოში" გადავიდა.
2000 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე უკვე ნაკრები წარადგინა. დინომ იტალიის ნაკრები ფინალში გაიყვანა, ფინალში კი იტალიელები ფრანგებთან დამარცხდნენ. ლაციოს წარუმატებელი სერიების შემდეგ დინომ სამწვრთნელო კარიერაც შეწყვიტა. ამჟამად იგი "ლაციოს" პრეზიდენტია.
www.despani.com
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი-Italia1982
