ჟოზეფ კევინ კიგანი
"ჰამბურგში" დამკვიდრება კიგანს გაუჭირდა. გუნდის წევრები მას არცთუ მთლად თავაზიანად შეხვდნენ. თუმცა სეზონში მან 17 გოლის გატანა მაინც მოახერხა და ნანატრ ოქროს ბუცსაც დაეუფლა.
1980 წელს იგი ინგლისში დაბრუნდა და ყველასაგან გასაოცრად კლუბ "საუსჰემპტონში". აქ კიგანი უკვე მეორედ (1982წ) მიჩნეული იქნა ინგლისის საუკეთესო მოთამაშედ. 1982 წელს კი მან მისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ნაკრებში მისი დებიუტი 1972 წელს შედგა. ხოლო 1976 წლიდან იგი ნაკრების კაპირანი იყო. 1982 წელს როცა ბობი რობსონმა ევროპის შესარჩევ ტურში, კიგანი გუნდში აღარ მიიწვია, კიგანი ნაკრებიდან წავიდა.
ამავე წელს მან საბოლოოდ გამოიცვალა გუნდი გადავიდა რა ნიუკასლში სათამაშოდ. ნიუკასლიდან იგი დიდი ფეხბურთიდან გააცილეს.
1992 წელს კიგანი დაუბრუნდა ფეხბურთს, ოღონდ ეხლა მწვრთნელის ამპულაში.
კიგანის მიღწევები ასე გამოიყურება:
უეფას თასის მფლობელი-1973;1976 წლები
ჩემპიონთა თასის მფლობელი-1977 წელი
ინგლისის ჩემპიონი- 1973;1976;1977
გერმანიის ჩემპიონი-1979წელი
ინგლისის თასის მფლობელი- 1974წელი
გერმანიის თასის მფლობელი-1979წელი
ოქროს ბუცის მფლობელი-1978;1979წლები
ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი- 1976;1982 წლები
გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი-1979 წელი
ინგლისის საუკეთესო მწვრთნელი-1996 წელი
როცა კიგანი ინგლისის ნაკრებს ავარჯიშებდა, მის ანგარიშზეა; 18 თამაშიდან: 7 მოგება 7 ფრე, 4 წაგება.
www.despani.com