ალფრედო დი სტეფანო
ესპანეთში მადრიდის "რეალის" დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულ ტურნირში, კოლუმბიის "მილონარიოსიც" იყო მიწვეული. გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა, ხოლო დი სტეფანო საუკეთესო იყო. მაშინ რეალის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დი სტეფანო რეალში მიეწვიათ.
1953/54 წლის სეზონიდან დი სტეფანო რეალის მოთამაშე გახდა. სწორედ ამ პერიოდ უკავშირდება რეალის წარმატებები, ესპანური და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში.
1964/65/66 სეზონზე კი დი სტეფანო ბარსელონას რიგებშია. ეს მისი ბოლო კლუბია საიდანაც ალფრედო გამოემშვიდობა ფეხბურთს როგორც მოთამაშე.
ალფრედო დი სტეფანო:
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი;ოქროს ბურთის მფლობელი-1957;1959 წლები
ვერცხლის ბურთის მფლობელი-1956 წელი
არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირი-1947 წელი
კოლუმბიის ჩემპიონატის ბომბარდირი- 1951;1952 წლები
ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირი- 1954;1956;1957;1958;1959 წლები.
კოპა ამერიკის გამარჯვებული-1947 წელი
ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი-1956;1957;1958;1959;1960 წლები
კონტინენტთაშორისი თასის მფლობელი-1960 წელი
კოლუმბიის ჩემპიონი-1949;1951;1952 წლები
ესპანეთის ჩემპიონი-1954;1955;1957;1958;1961;1962;1963;1964 წლები
კოლუმბიის თასის მფლობელი-1953 წელი
ესპანეთის თასის მფლობელი-1962 წელი
როგორც მწყრთნელის, მისი მონაპოვარი ასე გამოიყურება
თასის მფლობელთა თასი-1980 წელი
არგენტინის ჩემპიონი-1969;1980 წლები
ესპანეთის ჩემპიონი-1971 წელი
ესპანეთის ვიცეჩემპიონი-1972;1983;1984 წლები.
ესპანეთის თასის ფინალისტი-1971;1972;1983 წლები.
2004 წელს იგი გახდა "Golden Foot"-ის მფლობელი, როგორც ბოლო 50 წლის მანძილზე, ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ესპანეთის ჩემპიონატში.
IFFHG-ს ვერსიით დი სტეფანო მეოთხეა XX-საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.
(1.პელე;2.კრუიფი;3. ბეკენბაუერი)
www.despani.com

