ნანა ლეჟავა სატელეფონო საუბარზე კომენტარს აკეთებს
ნანა ლეჟავა სატელეფონო საუბარზე კომენტარს აკეთებს
ნანა ლეჟავასა და დავით ჯიბღაშვილს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე პირველ განმარტებას თავად ლეჟავა აკეთებს. ყოფილი ჟურნალისტის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ჯიბღაშვილი მასთან საუბრის დროს პროკურატურაში, სამართალდამცავების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.
მისივე თქმით, ზეწოლას საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი „მასტერა“ ახორციელებდა. ნანა ლეჟავა დეტალურად ყვება თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა ჯიბღაშვილის დაკავება.
დღესვე ოქრუაშვილის თანაგუნდელი ნოდარ გრიგალაშვილს ჩუმად ყოფნას ურჩევს და ახსენებს რა სახის ზეწოლას ახორციელებდა, რამდენიმე წლის წინ პარლამენტარის ძმა, ყოფილი ქალაქის პროკურორი, ვალერი გრიგალაშვილი სწორედ დავით ჯიბღაშვილზე.
