↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ქართულ დიასპორას

leonardo 2 წთ კითხვა 916 0 კომენტარი

"საერთო სახალზო მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 18 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

მიმართვა ქართულ დიასპორას

5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი დღე იქნება. საქართველომ, თქვენი სახით – ჩვენო უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო – უნდა მიიღოს ქვეყნის ბედისა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

მე როგორც ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენელი ჩამოვედი წინპართა ქვეყანაში დიდი იმედებით, რომ ახალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს ავაშენებდით. სანაცვლოდ, ვხედავ თუ როგორ იმსხვრევა ეს იმედები და ნადგურდება ქართული კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სიმდიდრეები; როგორ აბეჩავებენ და აშინებენ საზოგადოებას და ძალადობით, ტყუილითა და შიშით აბრუნებენ 21-ე საუკუნის საქართველოს საბჭოთა სინამდვილეში.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი