↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Თდესპანი

თბილისის საავადმყოფოებში 508 ადამიანი იქნა გადაყვანილი

leonardo 1 წთ კითხვა 620 0 კომენტარი
ყველა სამედიცინო დაწესებულება თბილისში სიტუაციის დარეგულირებამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ოპერატიული შტაბი და ყველა სამედიცინო დაწესებულება თბილისში სიტუაციის დარეგულირებამდე საგანგებო რეჟიმით იმუშავებს.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა, სხვადასხვა კატეგორიის ინტოქსიკაციით და სხეულის დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარება “033”-ის მიერ, თბილისის საავადმყოფოებში 508 ადამიანი იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 414 ადამიანი ამბულატორიული დახმარების შემდეგ უკვე სახლებში გაუშვეს.

დაზარალებულთაგან სამ ადამიანს ქირურგიული დახმარება დასჭირდა, რომელთა მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დაშავებულთაგან 24 პირი პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოს თნამშრომელია.

ბრიფინგის ბოლოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს და საავადმყოფოების ექიმებს თავდაუზოგავი შრომისთვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა მადლობა გადაუხადა.

“ინტერპრესნიუსი”
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი