↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქვეყანა ყველას უყვარს

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3934 ნახვა

—
ქვეყანა ყველას უყვარს თბილი სახლიდან ცქერით,ვულკანს უცდიან ბოღმით პირმოქუფრული მთები,გლადიატორებს ტანჯავს ძირს დაშვერილი ცერი,ხოლო კურდღლების თავზე ამოზრდილია რქები.
და ვეკითხები ჩემს თავს, როდის გამიშვებს სადმე,ფერისცვალება მინდა სანაპიროებს იქით,სადაც ღმუილად მდგარი შევიწროვდება სალტედა ძარცვა-გლეჯა ჩემი მოურიდებლად მიდის.
ვინ შეგეხვეწა, ღმერთო, ავულკანება ჩემი!ვეღარ ვჩერდები სახლში, რადგან ირღვევა სახლიდა უამრავი ღამე, ვით აძონძილი ჩვრებიშემომხვევია, როგორც გაგიჟებული ხალხი.
აღარ ვენდობი სიზმრებს ამ ანგრეული გზების,რომ ჭიანჭველა მძარცვავს გაურჩეველი ფერის.თითქოს მუსიკა მოდის თბილი სახლიდან მზერითდა უხარია ყველას, რომ მე ტალახი მშვენის.
დასაფლავება ჩემი ვეღარ შემიცვლის სევდას,სიკვდილს გავცილდი უკვე გამორჩეული ლომით.იქ სასაკლაო არის მოურჯულებელ სენთა,ვისაც სიცოცხლე გინდათ უკანასკნელად მოდით!

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი