↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ოდესღაც შორი მწვერვალი ვნახე

ხოფერია გია

2026-07-181 წთ საკითხავი3935 ნახვა

—
ოდესღაც შორი მწვერვალი ვნახე,სად დამეკარგნენ თვალები მარდი.ახლა სფინქსი ვარ და ვეღარ ვამხელჩემი ტანსაცმლით გზაზე ვინ გადის.
დაჭრილ არწივებს ცრემლები ტბორავს,განუკითხავად იღება კარი...და უპატრონოდ დაყურსულ ბორანსუსაშველოდ ღლის ამდენი მკვდარი.
შორი მწვერვალი გახდა მოკლული,ვემშვიდობები თვალებს უნახავს,შემოპარულა ბაღში ორგული,ჩემი ლამაზი ხე დაუმარხავს.
მე ვიყიდები გროშად, მიყიდეთ,სფინქსი - უდაბნოს ცხელი მწვერვალი,გასათენებლად ვინღა იყივლებს,ცრემლის მაგიერ მტანჯავს მკბენარი.
შემოიხედავს სხეულში ვინმე,ახალი ჯოგის მოვა ბელადი.შეუჭამიხარ, მწვერვალო, ხილვებს,წუხელ საღამოს აღარ ელავდი...
ოდესღაც შორი მწვერვალი ვნახე,იქეთ გარბოდნენ თვალები მარდი.ახლა სფინქსი ვარ და ვეღარ ვამხელ,ჩემი სამოსით გზაზე ვინ გადის.

ხოფერია გია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი