პოეზია · ლირიკა
* * * ჩემი კოსმოსი
ჩემი კოსმოსი ჩემს ჭიშკართან მთავრდება,სულ რამდენიმე მეტრში.იმის იქეთ სხვისი კოსმოსია.აქეთაც ბჟუტავს სინათლე, იქეთაც.მზეებო, ტყუილად ნუ ფიქრობთ,რომ გხედავთ!თქვენამდე ნამცეც-ნამცეც წერტილებადაც ვერ ამოვალთ.თქვენოდენა თვალები რომ გვქონდეს,ერთმანეთს დავწვავდითჩაბჟუტულობით ავადმყოფები,არასოდეს ვიქნებოდით ბედნიერები.