პოეზია · ლირიკა
სავსემთვარობა (მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე)
მარიამობის კარკაცი მთვარე,და სახლი, ბავშვის სიცილით სავსე,თუკი ცხოვრებას რაიმე ვთხოვე,მისი საწყაო სულით აღვავსე.ოდესმე ამ შფოთს სიბერე წაშლის,ახლა კი მთვარე ვერცხლის თასია,და მარტოობის მდუმარებაშიისეთი უცხო და ლამაზია,რომ გადიყარა გულმა დარდებიჩამოვაფარე ტკივილებს ფარდა,მხოლოდ ის გოგო თუ მენატრებაერთის დანახვით რომ შეგიყვარდა,ის ფორიაქით აღსავსე დღენი,ტრფიალის ხანძარს რომ მიმატებდადა მიამიტი ტყუილი შენი,ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.მე სიმარტოვის მკლავს სიმძიმილი,ყველა სხვა ტკივილს თავად ავიტან,შენი მხარი და შენი ღიმილიჩემად ვიგულო ოღონდ თავიდან.ახლა კი მთვარე ისეთ შუქს პენტავს,და სულს იმგვარი სინათლით მივსებს,რომ ვიცი, ვეღარ დამძალავს სევდადა მოვერევი სადარდელს ისევ,მხოლოდ ის გოგო თუ მენატრებავისი დანახვაც ასე განთებდა,და მიამიტი ტყუილი შენი,ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.