პოეზია · ლირიკა
მეტრფე
მწყემსის მეტრფე ვარ,მთის წვერზე ვცხოვრობ,მიმწიფს ბალახიფიფქების ქოხში.ცოტა არტოსი,ნაკურთხი წყალი,ან სეფისკვერისაუზმედ მყოფნის.ოცდაცამეტიცხვარი დამიდისფერისცვალებისიალაღებზე,ხან ჭყინტი დილაამომყავს მუჭით,ხან ღრუბელს ვარღვევ,კუდიხრილასჯეჯიმზე ვქარგავწვიმების თხორით.ამ მოფუსფუსე დილასავითნისლები-როგორც თაფლი და რძებილიკზე მომდის.მწყემსის მეტრფე ვარ,მთის წვერზე ვცხოვრობ,მიმწიფს ბალახიფიფქების ქოხში.მე ესეც მყოფნის...