↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯამილა

ქადაგიძე ნინო

2013-01-131 წთ საკითხავი6057 ნახვა

—
მე ვარ ჯამილა,ასპადანაჰიჯაბით დამაქვს.არაქათგაცლილმტვრიან ქუჩებსთმებით ვაგრილებ.აქ, წელიწადის ოთხივე დროსგაზაფხული მყავს,ხელის თითები მეკვირტებაროგორც მარტის ხეს.მე ვარ ჯამილა,ყვრიმალს ქვემოთმზე ჩამიდის -ბიბილოებზე,ნიკაპზე,ყელზე,შუაღამე ისხამს საფირებს.ხან საიდანღაც ოქროს ჩიტიმომიფრინდება,თან თითო სურას წამიკითხავს,თან დამაფიცებს :ქუჩებს, გზებს, სახლებს,თუნგებს, დოქს,თასებს,მამებს, ძმებს, ბავშვებს,იმამსაც, ქმარსაც ,ბოლოს შარიათს.(გინდა არ გინდა,მაინც შარია)შემახსენებს:რომ ვარ ჯამილა,და ასპადანაჰიჯაბით დამაქვს.
ქადაგიძე ნინო

ქადაგიძე ნინო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი