პოეზია · ლირიკა
ღმერთმა დალოცოს ამერიკა
აი, იანკების მწკრივებიაღლუმზე დაძრულან ხელდახელ.იარაღასხმულნი ყელამდემღერიან მხიარულ ბალადებს.მსოფლიო შემოიჯირითეს,ღმერთი ამერიკის ადიდეს,და ვინც იანკებს არ შეეკრა,ვინც ბანი არ მისცა წყობილად,ვინც მათთან ერთად არ იმღერა,ვინც ხმა დაკარგა და დადუმდა,აღგავეს პირისგან მიწისა.გვამებით გაავსეს თხრილები -გვამებით, გვამებით, გვამებით.ვინც ბანი არ მისცა მეომრებსმოსრეს და აქციეს არარად.მოჰქრიან შუბებით მხედრები,ეს შენი თავია - მიწაზე,ეს შენი თავია - ქვიშაში,ეს შენი თავია - გუბეში,ეს შენი თვალები - დათხრილი...გვამების ოხშივარს იყნოსავ,ჰაერი სავსეა სიკვდილითდა ეს ამერიკის ღმერთიასიმყრალეს და გვამთა ხრწნილებასთავის წიაღში რომ ინახავს.