↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დილით, როცა სოფელი (მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა)

ჰიუგო ვიქტორ

2026-07-181 წთ საკითხავი479 ნახვა

—
დილით, როცა სოფელი ვერცხლისფრად იელვარებს,გუდა-ნაბადს ავიკრავ. ვიცი, როგორ მომელი.გადმოვლახავ შორეულ ტყეებსა და მწვერვალებს.შენთან ყოფნის წყურვილი მიპყრობს დაუდგრომელი.
ვივლი მხოლოდ საკუთარ ფიქრში გამოხვეული,ჩემთვის უცხო იქნება ქვეყნიერი ხმაური,ვივლი გულხელდაკრეფით, სევდიანი, ეული,შემეცვლება უკუნით დღეთა აურზაური.
არ შევხედავ ჩამავალ მზის ოქროვან კამარას,ვერც პორტისკენ მომავალ აფრას ლივლივს შევატყობ,შენზე ფიქრის ამარა მოვალ და შენს სამარესაყვავებულ ლერწმების თაიგულით შევამკობ.

ჰიუგო ვიქტორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი