↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ჰამლეტი (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)

ვისოცკი ვლადიმირ

2007-04-134 წთ საკითხავი264 ნახვა

—
მხოლოდ წვრილმანი თუ შევძელი ლექსებით მეთქვა,ვერ მოვახერხე მძლავრისა და მძაფრის ასახვა.მე ქორწინების სინანულმა და გულისხეთქვამცოდვით და ოფლით დამძიმებულ ღამეს ჩამსახა.
კარგად ვიცოდი, რომ რაც უფრო მოვწყდებით მიწას,ვხდებით მით უფრო სასტიკები, უფრო გულქვები.ვეტოლებოდი სამეფო ტახტს _ უმაღლეს მიზანსდა ვსარგებლობდი უფლისწულის ყველა უფლებით.
კარგად ვიცოდი, იქნებოდა, როგორც მე მსურდა,გულნაკლულობა არასოდეს დამაღონებდა.მე მსახურებდნენ მეგობრები ისე, ვით სულტანს,სიტყვით თუ საქმით, მსახურებენ მისი მონები.
ასჯერ არასდროს გამიზომავს, ვიდრე გავჭრიდი,არ ვგავდი იმათ, ვინც სიტყვის თქმას ეჭვობს და შიშობს.ვიცოდი, თავსაც შემომწირავს, თუკი დამჭირდა,სამეფოს ყველა თავმომწონე თავადი პირმშო.
ღამის გუშაგებს ჩვენი ხილვა აფრთხობდათ უმალ,ეპოქას, როგორც სნეულება, ისე მოვედეთ.ტყავზე მეძინა, ნანადირევს ვღეჭავდი უმადდა ველურ ულაყს დაუნდობლად ვუჭერდი ღვედებს.
კარგად ვიცოდი, ჩემი რიდი ყველას მართებდა,დაბადებიდან შუბლს მიწვავდა რჩეულის დამღა.და ფლოქვებს ვცემდი შებორკილი ოქროს ხლართებით,არ დაგიდევდით წიგნებით და სიტყვებით დაღლას.
ღიმილის ნაცვლად ბაგეს გვერდზე ოდნავ გავწევდიდა ალმაცერად ტყორცნილ მზერის შხამს და სამსალასზრდილი, ხუმრობით სულ იოლად გავაქარწყლებდი;ხუმარა მოკვდა. . . ეჰ, იორიკ, ჩემო საწყალო.
მაგრამ ერთ დღესაც უარვყავი განცხრომის გემო,გემო ჯილდოსი, გამარჯვების და განდიდების.ერთ დღესაც გული ჩამწყდა პაჟის სიკვდილის გამო,ერთ დღესაც ხეზე შევამჩნიე მწვანე კვირტები.
ერთ დღეს გულიდან გადამვარდა მტაცებლის გეშიცხენი, ნადავლზე მიშვებული, უკან დავხიე.შემჯავრდა ყველა სისხლის მსმელი, მჭამელი ლეშის,მეძებრების და შევარდნების ავი ჯახირი.
კარგად ვხედავდი, რომ ჩვენს თამაშს ჩირქი მოეცხოთანდათან გახდა უფრო ბილწი, უფრო უშვერიდა დღის ცოდვები რომ როგორმე ჩამომერეცხატანს ღამღამობით გამდინარე ნაკადს ვუშვერდი.
მემატებოდა ხანთან ერთად მხოლოდ სიბრიყვე,მომქანცა კარის ინტრიგების მიეთ-მოეთმა.გარყვნილი იყო ჩემი დრო და გარყვნილნი იყვნენმისი შვილებიც _ ვცადე სული წიგნით მომეთქვა.
ჩემი გონება, ვით ობობა, ჩაებღაუჭაცოდნას და წიგნის ტყუილ-მართალს ხაპავდა პეშვით.მაგრამ დაგრჩება ნაფიქრიც და ნაკითხიც ფუჭად,როცა თავადვე გაებმები ცხოვრების ქსელში.
დაიძენძა და გაწყდა ისე, ვით არიადნესგორგალი, სიყრმის მეგობრებთან ჩემი ერთობაცყოფნა-არყოფნის თავსატეხი ყველგან თან დამდევსმუდმივ დილემად _ ვეღარც ვხსნი და აღარც მეთმობა.
ჩვენ, ჩათრეულნი უბედობის მღვრიე მორევში,ვტრიალებთ, როგორც ომში _ ხმალი, საცერში _ ფეტვი.და იმ ორჭოფულ შეკითხვაზე, რომ ვერ მოვეშვით,მოჩვენებითი, ცრუ პასუხის გამოცრას ველტვით.
წინაპართა ხმა შემომესმა გაბმულ ზრიალად,გავყევ მათ ძახილს, შემომატყეს ალყა იჭვებმა.და მტანჯველ ფიქრთა ტვირთმა თუმცა ცას მაზიარა,სილაღის ცოდვამ ჯოჯოხეთის ფსკერი მიჩვენა.
სიბრძნის წყაროდან წყლის მომტანი დამემსხვრა დოქი,ბზარი გაუჩნდა ჩემი ყოფის მყიფე თაბაშირს.და სხვების მსგავსად, მეც დავღვარე სისხლი მეტოქის,სამკვიდროს გამო მეც ჩავები უღირს თამაშში.
და სიკვდილის წინ ჩემი ზესვლა დაცემას ჰგავდა.ო, ოფელია, არ მოვუშვებ გახრწნას ამ სულთან.თუმცა კაცისკვლამ გამატოლა მეც ყველა მათგანსვისთან ერთადაც ერთ მიწაში წოლა არ მსურდა.
მე ჰამლეტი ვარ. მე სიკეთე მენდო და მეძმოდა მე ფეხებზე დავიკიდე ჩემი პრინცობა.და მაინც, მაინც ყველა როგორც ტახტისთვის მებრძოლს,როგორც გულგოროზს და ულმობელს, ისე მიცნობდა.
ღვთიურ ნააზრევს ბრბო უგულოდ და უნდოდ ისმენს,დაბადებიდან სულ სიკვდილი გვიმზერს ალმაცრივ.ჩვენ კი ვერაგულ პასუხს ვისვრით ისევ და ისევდა შესაფერი კითხვის პოვნას ჟამი არ გვაცლის.

ვისოცკი ვლადიმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი