↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფენომენური ქალი (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)

ენჯელოუ მაია

2007-04-132 წთ საკითხავი293 ნახვა

—
მშვენიერ ქალებს უკვირთ, ჩემი ძალა რაშია.არ ვარ ლამაზი, მით უმეტეს, არ ვგავარ მოდელსხოლო როდესაც ვცდილობ ავუხსნა,ეჭვი აქვთ _ ვბოდავ.მე ვამბობ:ჩემი მკლავების ყოველი გაშლა,ან ჩემს თეძოებს შორის მანძილიანდა ნაბიჯის გადადგმა ჩემიან ჩემი ბაგის ყველა განძრევაამხელს _ქალი ვარ ფენომენურად,ფენომენური ქალიეს მე ვარ.
როდესაც ხალხში გავდივარ ხოლმე,ჩვეულებრივად მშვიდი და მკაცრი,თავგზა ებნევათდა ფეხზე დგომაუჭირთ და მუხლზე ეცემა ყველაიქ მყოფი კაცი.და ნდომით სავსე მათი ბზუილიარაქათს მაცლის.მე ვამბობ:ცეცხლი ჩემი თვალების,ან ჩემი წელის ყველა შერხევა,ან ელვარება ჩემი კბილების,ან ნიავქარი ჩემი ფეხებისამხელს _ქალი ვარ ფენომენურად,ფენომენური ქალიეს მე ვარ.
კაცებს თავადაც ძალიან უკვირთ,თუ რისგან ეკვრით თვალებზე ლიბრი.და ცდას და გარჯას თუმც არ აკლებენმაინც, მგონია, ვერ მიაკვლევენ,მიზეზს ამ ჩემი ფარული ხიბლის.და როცა თვითონ ვცდილობ, ვაჩვენო,ყველა შორს მირბის.მე ვამბობ:რკალი ჩემი ხერხემლისან ათინათი ჩემი თვალებისან სიცხე ჩემი მკერდის შეხებისან ჩემი სტილის იდუმალება.ამხელს _ქალი ვარ ფენომენურად,ფენომენური ქალიეს მე ვარ.
რატომ არასდროს ვუხრი თავს ვინმეს _თქვენ უკვე უწყით,თვალში რად არვის არ ვეჩხირები,ხმას რად არ ვუწევ.და როცა გვერდზე ჩაგივლით თქვენს რიდსრად ვიწვევ უცებ.მე ვამბობ:ჩემი ქუსლების ჩქამი,ან ჩემი თმების მბზინავი ბადეან ჩემი ხელის სუსტი მტევანიან შენი სწრაფვა _ ჩემზე ზრუნავდე _ამხელს _ქალი ვარ ფენომენურად,ფენომენური ქალიეს მე ვარ.

ენჯელოუ მაია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი