↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზიის კონკურსი - 2013

ლექსების გამოფენა

2019-05-1325 წთ საკითხავი317 ნახვა

—
სარჩევი 7
  1. ბოლო ლექსი
  2. Vagitus
  3. ქარის კაცი
  4. II
  5. III
  6. IV
  7. სხვა გაზაფხული
ბებო
მზეს მიფიცხებულ ხმელ ტოტებზე ძალიან მშვიდადჩამოდო თავი შუადღისას ქარმა და ათგზისშეცვალა ბებოს (სახლთან მყოფის) დაღლილი მზერა.თონესთან - შეშა, შეშაზე - თოვლი და თოვლზე - კვალიგააქრო უცებ. მზე დატოვა. მზეზე სიშიშვლე -სიტყვის. ყინვით კი სულწასული ქარები აცლისარაქათს, უკვე იმდენს ფიქრობ დამპალ სიკვდილზე,გინდება ისევ დაბადება, გინდება. ათგზის.
ირგძნობა მზეზე გამოსული კვირტების სუნი,მთებზე კი თოვლი დაემსგავსა გაცრეცილ ზეწარს,იცი რომ ყველა სიყვარული მაღლიდან მოდისდა ამ დროს საზრდოს მარცვლებივით გულიდან კენკავ.თვალები სავსე – მოწყენილი მზეების სარჩო,ამოჭამს შიშებს მათში დილით ნათქვამი ლოცვა.თონეზე - შეშა, შეშაზე - თოვლი და თოვლზე - კვალიქრება, როგორც ამ გულში ვინმეს ადგილი. მორჩა
ბებია გარეთ ფუსფუსს, ქარში გამშრალი ფიჩხითახურებს ბუხარს, თეთრი კვამლით ნაყრდება ეზო.ისეთი მზეა, თვალებს ჭრის და ნეკნებში მიდის.სიკვდილი?... კაცს რომ სადმე გზად არ გადაეღობოს,როგორ იქნება?! ‘’შვილები ვართ ყველანი მისი!’’ბებოს თვალებში დამალული იხსნება სევდა,რომ ქარმა უკვე მერამდენედ დააღო პირიდა ერთი სიტყვა - სიყვარული - ვერაფრით ვერ თქვა.
ურმის ჭრიალი ავსებდა ლოდინს......იდგა საღამო, ბაცი და მშვიდი,დაკემსილ ჰაერს ბღავილი ხევდა,ფურებთან ერთად, სოფლის შარაზე,დარდს აცილებდა წკნელებით დედა.
მთვარე იკლავდა თავს ხის ჩეროზე,ცარიელ ცაზე რჩებოდა მასრა,იწვნენ დეკემბრის ქარები პირქვედა მეწამულ მზეს იგდებდნენ მასხრად...
ხეებს კი შიშის ჰქონდათ თვალები,კალთებს იფენდნენ თვალის გუგებზე,დღეს ჩაექინდრა ბეღურასავით,თავი სამყაროს გიშრის უბეზე...
კუპრი ღრუბელი - ლურჯი ცის ელდა,უფრო კი გერი, პირმშო კი არა...და სამს რომ ხუთი წუთიღა აკლდა,ცაში ღრუბელმა იმშობიარა... -თქეშად დაეშვა წვიმა დახეთქილ,ზამთრის სუნთქვებით მოღალულ ბელტებს...და წვიმდა,წვიმდა,თითქოს სტიქიათავის სველ სხეულს მიწაზე ვერ ტევს...
იწვნენ დეკემბრის ქარები პირქვე,თან წვიმის წვეთებს ეძახდნენ მასხრებს(!)ტიროდა წვიმა,ო, საწყლად, იქვე,რომ იტკიებდა გაჭორილ სახსრებს...
დარდი ეძებდა ამინდებს, საფერსდა ლამაზ ქალის მოგრძო თითებით,სარეცხის თოკზე სევდას რომ აფენს,ეწებებოდნენ ნერვებს ფიქრები...
სოფლის ბოლოში, თონის ღადარზე,იხრუკებოდა ბინდი რაცრაცით,ღამე და გოგო ერთმანეთს ჰგავდნენ,სევდა-ღიმილით?!არა!რაღაცით......ურმის ჭრიალი ავსებდა ლოდინს...
დედა
(11 წლის უნახავ, ივნისშიჩამომსვლელ დედას)
იცოდე, სული ამოუღო თავხედმა დრომ სულს,ვიცი, ჩვენ შორის წრფეებია, წილადებია.დაგიწერე და დავიჯერე უაზროდ, რომ სულცოტათი ახლო გახდებოდა ფილადელფია ...და მერე სიცილს ვეომები. და მერე დაღლას,ამოვეზრდები გვერდით ჭადრებს და ვდუმვართ მწკრივად.შენი იქ ყოფნა მაშინებდა ადრე და ახლა -შენი ჩამოსვლა მაშინებსდე, შეხვედრა მტკივა ...ალბათ გაიგე, რომ სიჩუმემ გამომაყრუა,ყველა ზამთარს რომ ყველა ფიფქის ხათრით დე, ვუვლი.და მოსაყოლად აღარც კი ღირს ის, რომ ბაბუამინფარქტს მესამედ უსახსოვრა მოხუცი გული ...და წელს ზამთარი მოვიწონე, არავის გავდაიყო (რაღაცით) სიცივესა და თოვლზე მეტი.მამის საფლავზე (ყვავილების დადების გარდა)ბიჭებმა ღვინის სმაც დავიწყეთ (ბოლო დროს) დედი ...და მერე ისევ მომინდება, მაგრამ არ მოთოვსშერცხვება ამინდს ამდენ მარტში, მზეებში ამდენ.კარგა ხანია ის შავ-თეთრი (ოჯახის) ფოტოც(არ დამეკარგოს ქარში - მეთქი და) სახლში დავდე ...დამათენდება, შენ რა მოგდის, გძინავს კი არაგამოიღვიძე, გაჩუმების დროა ქალაქო!ბევრს ვეღარც გიწერ დე, ხომ გახსოვს, რომ დღეს კვირაადა მეჩქარება, სკუპე-ში რომ გელაპარაკო.იცოდე, ნუღარ მოვძებნით და გავიგებთ მიზეზს,ვიცი, ჩვენ შორის წრფეებია, წილადებია.სასაცილოა, ვერ დავკუჭე ქაღალდიც ისერუკაზე მაინც გამხდარიყო ფილადელფია -სულ, სულ ცოტათი ახლო მაინც ჩემი სახლიდან ...

ბოლო ლექსი

არავინ არა ჩანს. წისქვილებს ატირებს სიბერე.წვიმას გამაყოლე, რომ წმინდა მიწები მენახა(სადმე აქ მოვკვდები) მახსოვხარ ენკენისთვისფერი.და ის, ვინც ვერ ვპოვე, მუხლამდეც ვერ შევწვდი, შენა ხარ!
აქ, სადაც მთებია, თოვლიან ხიდების ამარა.ხსოვნაა თმების და სითბოა თვალების, გიშერის.გთხოვ, ჩემზე ნუ ეტყვი, ნურავის ნუ ეტყვი, დამალე.შენ ჩემი მიწა ხარ, შენ სიყვარული ხარ, მიშველი.და მაინც სიზმრმამდე, იქამდე მაცხოვრე. ქარიანსიმღერას გავყვები შორ ზღვებში ჩაცვენილ ნავებთან.(სადმე აქ მოვკვდები) შენს იქით, აღარსად არიან,შენს იქით ტყე არის და ზამთრის პირველი წამება.
გზებია უფოთლო. მინდორთა, ნიავთა ღაღადი.ხილვათა ბოლოა, წლების წინ ნაწერი სიტყვები.(იესო შენ მაინც... შენ მაინც... აქა ვარ მარადის)ვინც მუდამ მელოდა, ვინც ხელს მიწოდებდა, მივყვები
ბოლომდე, და შენი დაღლილი ხელების ლანდიაბაღებთან და შენი მზისკარა თვალების ნოველა,(სადმე აქ მოვკვდები) ჩემთანაც მოდიან, დადიან,ვწვები და მათ გვერდით ღვთაებრივ აღსასრულს მოველი.
მერე კი დარდები ჩემს მხრებზე ეწყობა. თქორია,თბილია ბალახი, ნაცადი ბედია, მივდივარ.შორსა ხარ, შორსა ხარ! ტოტივით მაქანებს ბორიოდა შენი ცხოვრების პატარა მოთხრობის გმირი ვარ.
აი, აქ მოვკვდები, ჩემო.
ფრაგმენტები მონატრებიდან
ზღვა მივატოვედა გიხსენებთ ახლა შენ და ზღვას.მანდ, ნური-გელთან ამინდია ახლა საჩემო.მე თითებს ისე ნაზად ვახებ ჩახუთულ ჰაერს,როგორც შენ ფანქარს - მეწამული ტუჩის გარშემო.
თვალები – საწვიმრად განწირული ცის ფერი სევდა.მე შენ მიყვარხარ!არაფერი გარდა ამისა.ლამპიონებზე აყოლილი ლანდივით მსდევ დამოდი, წითელი…სისხლისფერი ღვინო დავისხათ.ჰო! ვამპირული შემართებით დავცალოთ ღამე,მთელი სისხლისგან.იქნებ გათენდეს!
ჰოდა, ხომ იცი არაფერი შეედრება ზღვაზე თენებას.ჰოდა, რადგანაც ზღვა არაა ახლა, შენ ხარ და...მოდი და ისე ჩამახედეშენს სველ თვალებში,ზღვა დავინახო და მოგიყვე როგორ ღელავდა.
გონება, გული - არაფერი შემრჩა საერთოდ.მე გავხდი ღამე!გავხდი ბნელი!გავხდი უკუნი!……... და ღამე გკოცნის ყვრიმალებზე,მუხლებზე,ყელზე.გავხდი შენი და შენი მაჯის ფეთქვა, გუგუნი...
ეს ცოდვიანი ღამე არის ამ საუკუნის.გათენდი!სანამ დაიცალა ღამე და მოკვდა,რომ ხელმეორედ დაღამდეს და ისევ გათენდე...თორემ ეს ღამე მე დავცალე უკვე სისხლისგანჰოდა როდემდე...
მე შენ მიყვარხარ!არაფერი გარდა ამისა.ლამპიონებზე აყოლილი ლანდივით მსდევ და...მოდი, წითელი…სისხლისფერი ღვინო დავისხათ.მანახე შენი განწირული ცისფერი სევდა.
მე თითებს ისე ნაზად ვახებ ჩახუთულ ჰაერს,როგორც შენ ფანქარს - მეწამული ტუჩის გარშემო.…აქ ვამპირული შემართებით იცლება ღამე,მანდ კი, გელ-ბაშთან გარიჟრაჟი არის საჩემო.
ბათუმში აირია ამინდები.წვიმაა, ეგზოტიკა, მოგონება.გარბიან წვიმისფერი გოგონები,ცოტათი სასაცილოდ ტანდახრილიქურთუკებს თავს წყვილ-წყვილად აფარებენ,ღრუბელი ქალაქზეა გადაყრილი,ტალღების აქოჩრილი ფაფარია!შუაში საცხოვრებელ კორპუსებისსულ მალე სველი მთვარე მიგორდება.ფიქრები, ლირიკული ოპუსები,ქუჩები, აფიშები, ბილბორდები,წვეთები... აფთიაქი შუაღამის,რომელიც ეომება დეპრესიასდა თვლემენ მატროსები შუახანისდა ღამით გასასვლელი ექსპრესები,უცდიან "დანტესებს" და "რადამესებს",თუნდაც იმ "კაროჟნას" ან "დულსინიას",რაღაცას ხაზი უნდა გადაესვას,როცა ბედს უფსკრულები უცინიან...და შენი კრებულივით დაუწყობელშენს ნერვებს ნოსტალგია ეძალება.ძარღვები არსებობას გაუწყებენდა სულში ამომსკდარი ენძელები...და რაგინდ აღმოსავლეთ მეჩეთიდანმოლას ხმა ალაჰისთვის წრიალებდეს,და რაგინდ შენი მიწის ბეჭები დანისლები ერთდებოდნენ თრიალეთზე,დღეს მაინც პასტორალის სიყვითლეა,მსუბუქი სიყვითლეა პასტორალის,ტალღების აქოჩრილი ფაფარია,ღრუბელი ქალაქზეა გადაყრილი,ცოტათი სასაცილოდ ტანდახრილიგარბიან წვიმისფერი გოგონები...არც ისე შენეული აპრილიადა მაინც ეგზოტიკა, მოგონება...
წერილი თირზასგან
(ჯ.გ ბაირონმა ქართველი გოგონა გამოიხსნა მონათა ბაზარზე, ეგვიპტეში)
დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემშემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.ვეღარ ვუკერავ პეპლებს კაბას,წითელს და მზისფერს,ვარდობისთვეში, დავიბადე, მერე მოვკვდი დაკვლავ, განვმეორდი... დედამიწა - სისხლით მაკეა.გზად, ლეკვებივით დაჰყრის გვამებს,ასე, - მესამედს.ვეფხის ზოლივით გაწოლილი პანტიკაპეადიდი ხანია, აღარ სერავს,ზღვისკენ ჩემს სავლელს.მიყვარხართ, მილორდ! (ჩვენებურად, უფრო ბატონო.)ქალღმერთიც ვიყავ, ხან, მეძავიდა ხანაც, ჩარჩი.არ მიმატოვო, ამ კუნძულზე,არ მიმატოვო,იქნებ დავბრუნდეთ,იქნებ, ერთხელკიდეც, გადავრჩეთ!შორით, მარმაში შვენის პიტიუნტს,რიფებს მტევნებზე უსვენიათ დიოსკურია,მარჯნის სამანით...კლდე-კლდე, ნაოჭებს რომ ჩამოხოკავ,მაშინ, ვიცი, გულსამოიგლეჯ და ხახაბოსთან დაისამარებ.ქარიშხალივით შემომეჭერი...ხან, გველთან ვმრუშობ, ხან დუმილთან...არ მიმატოვო.რა ბედენაა,გამაბახებს, ვინმე, ფლეთჩერი,თუ, საყლაპავში გადამისვრისალიგატორი.მიყვარდით, მილორდ, სიყვარული არ მეპატია....რიბი-რაბოა ნისლიანი ამბიონიდან...ეს, ახლა, მე ვარ, ნაცრისფერი ეპიტაფია,ამ ბნელს კუნძულზე წვიმა მოვიდა,არ მიმატოვო!...დიდი ხანია, ჩემმა ნატვრის ხემშემოიძარცვა ჭრელი ბაფთა, ხმელი ტოტიდან.

Vagitus

შენ ვეღარასდროს მოხვალ შინშენ ვეღარასდროს ნახავ ცას.ათასი მზე და ჰიროში...ათასი მზე და ნაგასა...მე აღარ ვიცი, რა გელისმთელი სამყარო არიამგლურმა გოდებამ რაქელის"რამეთუ აღარ არიან"და ვეღარავინ ბედავს თქმასრომ ცას გაუშრა სარძევე,როცა მკლავები დედათასიცარიელეს არწევენ.და მხოლოდ ერთი ისმისღა,რომ დაანარცხეს ღმერთი ძირს,რომ მწარე არის სისხლის ზღვადა უფრო მწარე - წვეთი რძის.და ამ ჰაერში მოხარშულშეძახილს მოეჭიდები,შენ ვეღარასდროს მოხვალ შინდა აღარაფრად გჭირდებათვალის გახელა ახლიდანდა შენი მყუდრო საკანი,ეს ქვების გროვა - სახლი დაეს ნაცრის გროვა - აკვანი.ძგერა დაიწყეს მიწებმა,დაეშვი, დაბლა დაეშვი,რომ ნახო, ზეცა იწვებაშენი შვილების თვალებში.და აღარავის უჩივი,რომ დაწყვეტამდე მოჭიმა.ზიხარ ნაცარში მუნჯივით- ხელმოგლეჯილი თოჯინა.

ქარის კაცი

მოვიდა.რაც ნახა, მოხვეტა,მოხვეტა და გაანიავა,ჰარალე.ხან ანჯამები აჭრიალა,ხან განჯინები ახმაურა,დარაბებსგამოუყვანა წირვა დაპარმაღზეფეხი რომ წამოკრა,გამიბრაზდა,არადა,ქარი იყო,მე რას დავუშლიდი,ან რას ვუშავებდი,ქაღალდებს,ალალბედზე ნაფრიალებს,წამოვკრეფდი და ლექსებს ვწერდი,ჰარალე...
ქარის კაცია ჩემი ქმარიც, ქმარყოფილი,ქარივით ვნებიანი, ეჭვიანი,ყველა კუთხე-კუნჭულს მოივლიდა,ყველა ღრიჭოში ცხვირს ჩაყოფდა,აბა მე...რომელი დევის ცოლი მე ვიყავი,სახლში უცხო კაცი დამემალა,ვუთმობდი.
თოვლის კაცი გამიგია,წვიმის კაცი გამიგია,მაგრამ ქარის?
ქარის კაცია ჩემი ქმარი, ქმარყოფილი,ქარივით ბობოქარი, მრისხანე,როგორც არ უნდა ყოფილიყო,თავისი უნდა გაეტანა,აბა, წარბის შეკვრა რად უნდოდა,მარტო შემოხედვაც იკმარებდა,კაცი ის იყო და უფროსი...
თოვლის კაცი გამიგია,წვიმის კაცი გამიგია,მაგრამ ქარის?არ გამიგია და გაქრა...რომელმა ქარიშხალმა გაიტყუა,რომელმა კუდიანმა შეულოცა,ცხრა მთას, ცხრა ზღვას იქით გადაკარგა.
ახლა ქარია და ქარის კაცი - აღარ,ახლაც ქარია და ქარიშხლები,ეს ჯოჯოხეთის მაშხალებიმახელებენ.მიფრიალებენ თვალწინ ფარდებსგამომწვევად,მიჯახუნებენ კარს.
ვინ ეკითხებათ, ნეტავ?ვინ ეკითხებათ ქარებს,როგორც ყვავილის მტვერი,რატომ გადააქვთ სითბოჩემი გულიდან შენში,შენი გულიდან სხვაში?
შევკრავ ფიჩხის კონას, ტოტებსთივის გადავადებ ბულულს,აბრიალდება მუგუზალი,შევულოცავ:- ქარი იყო და ჩადგა,ქარი იყო და ჩადგა.არული კუდიანებს,ჰარული,ჰარალე...
ორჯერ დამარხვის ბალადა
I
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,ტან-ფეხშიშვლები აღმა და დაღმა დარბიან.ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,თუმცა, იმ თამაშს, ალბათ, თამაშიც არ ჰქვია:გველებს და ხვლიკებს თხილის წნელებით ხოცავენ.
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,გარუჯულები, თხუთმეტამდე ან ოცამდე.ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენდა ამ მომავალ სოკრატეებს და მოცარტებს,ლორდ ბაირონებს, დე ბალზაკებს და ვან გოგებს, -
რომ ზრდის ეს ყანა, ეს გვიმრები და ეს მდინარე,ეს ტყე (ამ ტყეზე, ღმერთო, რას აღარ ამბობენ,თითქოს, ამ ტყეში ადრე ალები ბინადრობდნენ),ეს მთა... და რომ აქვთ ეს ყველაფერი, სამყოფი, -რაში ანაღვლებთ ეს დახოცილი, ათასი
ქვეწარმავალი. ეს გასართობი მათთვის არი,ეს ნადირობა მათ სიგიჟემდე იზიდავს.ბავშვმა რა იცის ბებოს და ბაბუს სატკივარი,ბავშვმა რა იცის ბალახისა და მიწისა.

II

რა უნდა იყოს იმაზე მძიმე სანახავი,მამა იდგეს და შვილის ცხედართან ტიროდეს(რა უნდა იყოს ამაზე მძიმე სანახავი),და ვერ იკრავდეს გულზე პირღია ჭრილობებს.ხარიც, ბოსელში, ამოაცრემლებს ფინახარს.
რა უნდა იყოს ამაზე მძიმე სანახავი,მაგრამ მე ვნახე, დიახ, ოდესღაც მინახავს,არაფერია ამაზე მძიმე სანახავი,ნახავ და ფიქრობ შენთვის, რა ხარ და ვინა ხარ,შენც სულ ეგა ხარ. ჯდები კუთხეში, ბედავ და
ფიქრობ (რა არი ამაზე მძიმე საფიქრალი), -შენც ცხედარი ხარ, ან დამხობილი ცხედართან(რა უნდა იყოს ამაზე მძიმე საფიქრალი),ამოირჩიო, _ არვინ არც ამის ნებას გრთავს.
დიახ, მე ვნახე. მახსოვს ჩურჩულით საუბარი,მახსოვს, ვიდექი სახემოღუშულ ბიჭებთან,გასვენებისას, დედას გული რომ წაუვიდა,მამა თავში რომ ვეება მუშტებს იშენდა.

III

ჩვენთან ასეა, თუკი, ერთხელაც გაიავდრა,არ გადაიღებს და კვირაობით მიაბამს,ჩვენთან ასეა, თუკი, ერთხელაც გაიავდრა,იმ მზიან დღეებს, ნაყიდს ბლომად და იაფადძვირად დაგვისვამს, ისე დაუშენს მახათის
სიგრძე წვიმას და ჩამოსარეცხსაც ჩამორეცხავს,ამოსავსებსაც ამოავსებს და ნახვამდის!ჩვენთან ასეა, ხოდა, მაშინაც ასე მოხდა,კაცის თვალები უარესს რაღას ნახავდა:თურმე, ღვარცოფმა ერთი საფლავი ჩამორეცხა,თურმე ღვარცოფმა კუბოს თავიც კი ახადა...
მერე კი, მოხდა ჩემთვის იქამდე არნახული,ჩემთვის იქამდე არგაგონილი ამბავი:მე არ მსმენია, ორი-სამი დღის დამარხული,დედამ შვილი რომ თავისი ხელით დაბანოს,
თავისი ხელით სუფთა ჩააცვას ტანსაცმელი,და ჩააწვინოს ახალ და სუფთა კუბოში.მანამდე მსგავსი მე არ მსმენია და არც ველიისევ მოსმენას!

IV

ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,ტან-ფეხშიშვლები აღმა და დაღმა დარბიან.ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,თუმცა, იმ თამაშს, ალბათ, თამაშიც არ ქვია:გველებს და ხვლიკებს თხილის წნელებით ხოცავენ.
ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენ,გარუჯულები, თხუთმეტამდე ან ოცამდე.ხშირ გვიმროვანში, ამ დროს, ბავშვები თამაშობენდა ამ მომავალ სოკრატეებს და მოცარტებს,ლორდ ბაირონებს, დე ბალზაკებს და ვან გოგებს, _
რომ ზრდის ეს ყანა, ეს გვიმრები და ეს მდინარე,ეს ტყე (ამ ტყეზე, ღმერთო, რას აღარ ამბობენ,თითქოს, ამ ტყეში ადრე ალები ბინადრობდნენ),ეს მთა... და რომ აქვთ ეს ყველაფერი, სამყოფი, _რაში ანაღვლებთ ეს დახოცილი, ათასი
ქვეწარმავალი. ეს გასართობი მათთვის არი,სანამ მდინარე აიდღვიბება ღამისფრად.ბავშვმა რა იცის ბებოს და ბაბუს სატკივარი,ბავშვმა რა იცის ორჯერ დამარხულ მამისა!

სხვა გაზაფხული

„თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.”მარკოზი (8, 34)
“აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.”ლუკა (17, 21)
«შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,სულო ჭაობზე უნოტიესო.”გალაკტიონი
ვნახე ზამთარი, მომისაჯა მზეთა ლოდინი,რომ დამენახა, ვგრძნობდი რასაც ალღო-გუმანით -ზეცა, რომელიც მუდამ არის ცოტაოდენი,ლურჯი ფერივით უკმარი და გაუხუნარი,
და მზის მაგიერ მომახურა თბილი ქარები,თებერვლის რბილი, მსუბუქი და ნორჩი ნიავი,და მგონი ისევ მრუმე ძილში მივექანები,თუმცა ვიხსენებ, რა მარტოსულ თოვლში ვიარე.
ვივლი ამ ქარშიც, თბილი ქარი ისე მადუნებს,მე შემიძლია მოვიარო ზღვის სანაპირო,ხელი ავუკრა ფიქრის მყიფე ულტიმატუმებს,მერე ზღვის ბლანტი, მლაშე გული მოვინადირო.
როგორ უხდება გარინდება ჰაერს ნატკივარს,შიშველ ხეებზე რომ ტოვებდა ხორცის ნაფლეთებს,მე შემიძლია ჩავიმუხლო ასეთ ადგილას,და როცა მარტი სუსხის თოვას შემომაფეთებს,
ავდგე, მუხლები დავიფერთხო და გავემართოსახლისკენ, შიშის და იმედის მღვრიე ნაზავით.მზე კი სად არის? სად წყვდიადში გადაენათა?!სად უსაფრდება დილის ძილქუშს ჰიენასავით?!
სანამ ქარები ღრუბლებს ციდან გადაათრევენ,ან რა იღონოს? (უმიზეზოდ მუდამ ვწყევლიდი),რა მზის ბრალია, სულელურად და ნაადრევადსულ რომ ჰყვავიან მიმოზები, თუნდაც ტყემლები?!
რით ვერ ისწავლეს - მალე ამ თბილ, ამ ახალ ქარებს,გააცილებენ კვლავ ცივები, თან გაცილებით,და ჩემს მიამიტ სიხარულზე ამახარხარებს,წელში მოხრილი ალვები და აკაციები.
გაზაფხულდება კვლავ მერცხლების გამო კი არა,მოფრინდებიან გაზაფხულის გამო მერცხლები.უნდა მოგხედო, სულო ჩემო, და მოგიარო,სანამ სხივების მოლოდინში გამომეცლები,
ისევ ჩემივე დუმილია გარდაუვალი,ყველა ღრუბელი მე თვითონვე რომ აგარიდო,რადგან ჩემშია იქნებ ზეცა, მზე და უფალი,დავიწყებული სანიმუშოდ, სამაგალითოდ?!
იქნებ გაეკრა ჯვარზე ქრისტე შენთვის კი არა,სულო ჭაობზე უშხამესო, უნოტიესო,სხვების მაგიერ კი არ ჩხვლეტდა ეკლის ტიარა,სხვებისთვის მხოლოდ მაგალითი სურდა მიეცა?!
ჩემში რომ არის თვითონ ცათა სასუფეველი,ტანზე ბზარები საკმარისი არგუმენტია,სხვა რის გამოა სისხლძარღვები ასე ფერილი?! -თიხაში ზეცა, რა თქმა უნდა, არ დამეტია.
* * * 381.შუახნის კაცი იქნებოდა ფრანგისხევიდან .თითქმის კაცი და თითქმის შუახნისდა აუცილებლად ფრანგისხევიდან.ის ჯდა სკამზედა გაჰყურებდა გზას,გზას - უსაშველოდ გაგრძელებულს უპუროდ დაღამებული დღესავით.მატარებელი კი მიდიოდა,როგორც ზოგადად მატარებლები მიდიან-ხოლმე.2.როცა ლიანდაგებზე მოდიოდა ქარი სან-ლუისის შორეული სანაპიროდანდა გულმოდგინე ობობები ქსელს ქსოვდნენ ჭერზე,მე ვიდექი რკინიგზის შელანძღულ სადგურთანდა ვუყურებდი თხელ ჩითის სარაფანში გამოწყობილ პატარა გოგონას მხრებს,- არა სიცივით,მოლოდინის განცდით რომ თრთოდა.3.მატარებელში დაჰქონდათ: წმინდა პატრიკის, ფრანცისკო ხავიერის, ვინმე იგნატი ლოიოლას გამოსახულებით აჭრელებული ბროშურები,ხატები - ჭირში გამარჯვებისა, ლხინში შეწევნისა და მოულოდნელი სიხარულისა.მე კარგად მახსოვს შუახნის ქალბატონი,რომელმაც შეიძინა ყველაზე ძვირი ხატებიდან -„ხატი მოულოდნელი სიხარულისა“და როგორ ხარბად გადაავლო თვალი ვაგონის ბოლოში მყოფ რამოდენიმე ჯარისკაცს.4.ჩემი მხრებიდან მოშორებითიქ, სადაც სუსტად აღწევდა მეთევზეების სიმღერა,იდგა ყმაწვილი შორეული პროვინციიდან.გაოცდებოდით, რომ გენახათ,თუ როგორ უხდებოდა მისი ცრემლები ცხელი დღის დასასრულს.5.მეთევზეები კი მღეროდნენ ასე:აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას სახლი .აი ეს არის ყვავილების და გლოვის ქუჩა.სახლი, რომელშიც გლიცინიებს ადვილად დათვლი.ქუჩა, რომელსაც გახედავ და ბოლო არ უჩანს.აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას კაბა.აი ეს არის მშვენიერი ლოლიტას თმები.რომ ვერ უძებნი ვერავითარ სიტყვებს და საბაბსთვალებს, რომელშიც იძირები და ფსკერზე რჩები.6.სახელდახელოდ გამოფენილ ნუშის დახლებთან, ფხიზლად თვლემდნენჰაუსტონის ქუჩის ჯიბგირები. ადვილად შეამჩნევდით რამოდენიმე პოლიციელს დამკითხავ ქალებსაც.ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის, მატარებელმაც ამდენადვე დაიგვიანა.
* * * 47
მაჭირხოლები მოფრინდნენო, ნახეო სქუა,ჩვენსას რომ დედა კვებავდაო ჭიით და მატლითშარშან და ახლაც მათი მოსვლა მიზეზი თუა,სხარტმა აპრილმა შეცვალაო ზოზინა მარტი.მეტყოდა ბებო, სევდიანი ღიმილით სავსე,თავშეკავება, როგორც შვენის ქალს დაქვრივებულს.მე კი ბავშვური ხალასით და სიცელქის ჯანზეუმცროს დაიკოს ვეძახოდი და გაკვირვებითვუცქერდი ტალახს როგორ ზელდა ჩიტი ნისკარტით,აივნის კიდეს თითქოს ზეცის სასახლეს დებდნენ.ტანზე აპრილის აფეთქებულ კვირტებს ვიკრავდითსითბოდ და ვამჩნევ შერჩენია ეს სუნი დღემდემინიატურულ პლანტაციებს ლიმონის, დაფნის.ჩემი ბავშვური ოცნებები მხვდება კარდაკარ,(ვიცვლიდი როგოც დასვრილ სამოსს) ახლა ამ რაფებსშენ რომ გაწმინდე, მე მივაწერ, დედა, კარგად ვარ!ვფიქრობ, რომ თითქოს არ იცოდე, ისე მიყურებ.ახლა მე ოცზე თითქმის ერთი წელით მეტი ვარ.მაგრამ არასდროს მამასაც კი აღარ ვუყვებიჩემზე და ვიცი, ახლაც ვამბობ სიტყვებს წყვეტილადდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოვიგონებთ მე და დაიკორომ ვუცქეროდით მამას, როგორც ღმერთკაცს და შემძლესყველაფრის. როცა შემოვა და ქურთუკს დაკიდებსახლაც და მერე, წლებისა და დიდი ხნის შემდეგჩვენ შევახსენებთ გაბრაზება რომ არ გამოსდის,რომ ყოველ ჯერზე გვაშინებდა ვეტყვიო დედას.და წელიწადის ყოველ დროს რომ სულ საღამოთისახლიდან გადის, მეგობრებთან, ასრულებს ნებას,რაც ბავშვობიდან აეხირა, როგორც მე ყოფნასარკმელთან, როცა ბარდნის გარეთ, ფარავს სრულებითეზოს თუ ქუჩას. და კედლებში რომლებიც გვყოფენ,როცა დამათბობს ჯერაც ცხელი პურის სურნელიგიცქერით, როგორც არასოდეს (შეამჩნევთ თუ კი,თუ კი შეამჩნევთ ბავშვობიდან ჩემში რა დარჩა).მაგრამ თქვენ უხმოდ დამანახებთ რომ მიცნობთ უკეთმაგ თვალებიდან სამყაროზე დიდი რომ ვჩანვარ.
* მაჭირხოლები _ მერცხლები (მეგრ)* სქუა _ შვილო (მეგრ)
ბაიდა ნაფისა
"არავინ იცის, საქართველოს რომელ კუთხეს ან გვარს ეკუთვნოდა `თეთრ განძად~ წოდებული ქართველი ქალი, რომლის გამჭრიახობამაც გადაარჩინა ქაირო. ეგვიპტელები მას იცნობენ სამი სახელით, როგორც ნაფისა ხანუმს, ბაიდა ნაფისას და მამლუქთა დედას.~
წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,წამწამებქვეშ _ ლივლივებდა მირაჟი.წარსული რომ ცის თაღივით განიხვნება,ირეკლება ვარსკვლავთცვენა სილაში.რას გერჩოდნენ, ნეტავ, ვისი რა ემართაათასობით ლამაზ ქალს და ქვრივ-ობოლს?!და ბავშვური შენი ცრემლიც დაემატაბევრი ცოდვის მნახველ კონსტანტინოპოლს.ტკივილს ვიღას შესჩივლებდი, იქ შენს მსგავსადბევრი იყო, არ იყავი პირველი...თუკი გაჩნდა ქვეყნად სადმე სილამაზე -გამყიდველიც გამოჩნდება, მყიდველიც.გასაცემი საქართველოს ვიღამ მისცაან შვილები, ან ნაფლეთი მიწის, თუმცთქვენ გყიდიდნენ ისე, როგორც ქართულ მიწას,ქართულ მიწას, მერეც ბევრჯერ გაყიდულს.დიდოუ ნანა, დედაშენი მებრალება,მიწა წყევლა დიხაშხო* _ რომ გიშვილა,ვერ იხილა შენი გაზრდა-დაქალება,ვეღარც შენი დედოფლობა იხილა.თავს გიხრიდა მოწიწებით ქაირო დამზრუნველობდი ღარიბთა და მდიდართა...რა შორს იყო მშობლიური შენი ოდადა შორიდან უფრო ძლიერ გიყვარდა.როცა მტერთა სიმრავლისგან ცა გამუქდა,როცა ძრწოდა შიშით სპა და მსტოვარი,წინ აღუდგა ლაშქარს დედა მამელუქთა,მომხიბვლელი და დიდბუნებოვანი.ჯიქის მზერით დამპყრობელი დაიპყარიდა სიდინჯით დედოფლობა იფერე.იმპერატორს ეცლებოდა მიწა-მყარი,როცა თვალებს აწყდებოდა ზღვისფერებს.ფეხთ გიგებდნენ საუცხოო დიბა-ატლასსდღეს თეთრ განძად ქცეულ, ყოფილ მონა-ქალსდა ევროპის სახელოვან მთავარსარდალსთვალს ამაყად უსწორებდი ბონაპარტს...სილამაზე და სიმდიდრე საარაკოოქროს ქვიშის კრიალოსნად ასხმულა.სანამ ვცოცხლობთ, ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობთ,მივდივართ და _ ჩვენც ვიქცევით წარსულად.
წამწამებზე ეგვიპტური მზე გესვენა,წამწამებქვეშ ლივლივებდა მირაჟი...
* დიხაშხო _ უნაყოფო, მწირი მიწა.
იმერული ესკიზები
აი, მოვიდა შემოდგომა და თვე დადინჯდა,წვიმაც გახშირდა, რა დროსია ახლა ხაბარდა?!უნდა ჩაიცვა მატყლის წინდა რეზინის წუღით,კრეპდიშინი და კრიოლინი ძველ დროს ჩაბარდა.ამოიზუზნა ტალახებში ნარგიზას ღორი,აქეთ ოთარას ბატები ხო გვჭამენ სისინით...როცა ჩავდივარ ქუთაისში, მარის ვურეკავ,ჩემს თავზე ვხუმრობ: ჩამოვიდნენ მთიდან ისინი!..ხოლო სოფლელი ჯეელები ყვირილას ჩქერშიგახვითქულები რო აჩენდნენ ჭრელ, გრძელ ნიფხავებს,ახლა ბუზღუნით მისჯდომიან ნოტიო მარანსდა ქვევრები კი მათი სარცხლით გვერდებს იფხანენ.საღამოობით, თუ არა წვიმს მით უკეთესი,(ასეთი დარი მე ბავშვობის დღეებს მაგონებს)გზაზე დადგება თბილ "ბუშლატით" იგივ ჯეელიდა არა "ქემელს", შინ მოყვანილ "ბალახს" აბოლებს.თუ ძლიერ გშია, უკეთ იგრძნობ საამო სურნელს,ახალმა რძალმა მოადუღა ქლიავის ჯემი...ბოლო რეისის მატარებელს ჩამოჰყვა ალბათ,მოდის ქვემოდან ქალაქელი კეპით და ჯემპრით...ყავის სურნელმა მოაღწია სიცილთან ერთად,ბებიას უკვირს, - გადარია რაღამ ქალები?!აქეთ სწუხს ნორა ბიცოლა და მკითხავს აჩქარებს:- რიგი ჩემია, უჭმელიო დამრჩა ქათმები!..თუკი გაქვს ბედი, თან გაცვია კოჭამდე კაბა,იცინი მშვიდად, არ ხმაურობ ვით მაჭახლები,თუ იცი ძროხის მოწველა და ცომის მოზელა,აჰ, რ იქნება არ მოგადგეს კარს მაჭანკლები!..აუცილებლად ეს იქნება ბიჭის ბიცოლადა კიდევ ერთი, ხელში ჯოხით, თბილი თავშლებით,ამ დროს კი ნაღდად დაიძახებს მეზობლის ქალი,მოქოთქოთდება ხოტორა და ცელქი ბავშვებით.თავგამოდებით გარწმუნებენ: გამყოფი არ ყავს,სახლ-კარი აქ და ელექტრობის დიდი ნიჭიო,შენ თუ გაქ სამი დიპლომი, ა, რაში გარგია?ბოლოს იტყვიან: არი მართლა კაი ბიჭიო!..გეფერებიან, თავს გიხვევენ, მჩატედ გტუქსავენ,გეუბნებიან, გაჩვენებთო შემთხვევით ვითომ...შენ იმიზეზებ, რომ სხვა გიყვარს... რომ არ თხოვდები..(ამ დროს ჯაზზე და შენს საყვარელ სცენაზე ფიქრობ)....და წაბრძანდება შემოდგომაც, ვერ დავდინჯდები,კვლავ გავუყვები იმ სტუდენტი კეპიანის გზას,თუმცა მიყვარხართ, მაგრამ მაინც, მაინც გელევით,ასდის ქალაქის მტვერის სუნი ჩემს ჩალისფერ თმას.

ლექსების გამოფენა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი