↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გზაში (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)

ტურგენევი ივან

2012-07-131 წთ საკითხავი244 ნახვა

—
დილა ნისლიანი, დილა ნაცრისფერი,მწუხარე მინდვრები, თოვლით დაფარული,ერთად გაგონდება ახლა ყველაფერი,რაც უკვე გეგონა გულში დამარხული.
იხსენებ მის სახეს და მზერას ნათელს,მღელვარე საუბრებს, ეჭვსა და ტკივილს,შეხვედრას პირველსა და უკანასკნელს,და განშორებისას უცნაურ ღიმილს.
ბევრ რამეს იგონებ შორეულს, ძვირფასს,როდესაც ბორბლების ყრუ ხმაურს ისმენ,ფიქრობ და სიტყვაც კი ვერვისთვის გითქვამსდა მზერა გაგირბის მაღალი ცისკენ..

ტურგენევი ივან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი