პოეზია · ლირიკა
აღარ დამთავრდა
აღარ დამთავრდა წელს ეს ზამთარი,ისევ წვიმაა, თოვლია, ნისლი...სანაპიროსთან დამთავრდა კვალიზღვის და წვიმების ირწევა ისლი...მარადისობის თუ ლეთას კართანისმის შრიალი _ სულთა ფრთებისა,ფიქრები ტკივილს არწევენ ზანტადღამით, ქრებიან გათენებისას.წვიმების ფარდით თუ თოვლის ბადით,სამყარო ხურავს კარებს ნაპირთან,მინებზე სეტყვის კენჭები დარბისდა სარკმლის მიღმა ჩიტი ატირდა.