↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონა

ლორთქიფანიძე ნიკო

2026-07-181 წთ საკითხავი2295 ნახვა

—
ჯვარედინ გზაზე ისმის:- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!- მე მონა ვარ!..- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…- მე სუსტი ვარ…- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…- არ მაქვს იმედი…- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.- მეშინია უარესის…- მონობაზე უარესი რაღა იქნება?- სიკვდილი… შიმშილი…….- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.
1916 წ.

ლორთქიფანიძე ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი