პოეზია · ლირიკა
რეკა
დაუგდეთ როდესმე ყური ლიტანიის რეკას!ქრისტე! – დაიგრიალებს ერთი ზარი.აღსდგა! – მიაძახებს მეორე.ქრისტე აღსდგა! – გუგუნებს მესამე.ჭეშმარიტად აღსდგა! – უპასუხებს მეოთხე.კი-კი-კი-კი.კი-კი-კი-კი, – წრიპინებენ პატარა ზარები.მე აღვსდგები! – მოისმის შეუწყვეტელ რეკაში წელში გატეხილის, მაგრამ მოიმედე ადამიანის ხმა.შენ აღსდგები! – უძახის ვიღაცა დაკარგულს იმედს, ნუგეშს, სიყვარულს.მე აღვსდგები!შენ აღსდგები!კი-კი-კი-კი.რის და ვის სახელს არ გაიგონებთ ამ რეკაში?!ოცი წელიწადია ყურს ვუგდებ ამ რეკას. ველი, ვუცდი ერთს სახელს, რომ დავიძახო: ჭეშმარიტად! ხმა კი არ ამოვა მაშინ ყელიდან, არამედ ნიშნად სიხარულისა ფეხ-წითელა თეთრი მტრედი მოფრინდება გაპობილ მკერდიდან.მოთმინებიდან გამოსული მე თვით ვიძახი: „საქართველო აღსდგება!“ ვცდილობ იერიქონის საყვირს გადავაჭარბო.დიდი და პატარა ზარები გუგუნებენ, გრიალებენ და წიწინებენ:ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!კი-კი-კი-კი.კი-კი-კი-კი!
1911