↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გიჟი მაღლა ავიდა!

ნესინი აზიზ

2011-05-146 წთ საკითხავი242 ნახვა

—
-სახურავზე გიჟია, გიჟი!- დაიძახა ვიღაცამ.მთელი უბანი ფეხზე დადგა.ქუჩა თავიდან ბოლომდე ხალხით გაივსო. ყველას სეირის ყურება საგუშაგოდან მოდიოდა, ზოგიც _ თვით სამმართველოდან, სახანძრო რაზმიც უცებ გამოიძახეს, არ დაუყოვნებიათ.-ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო, ჩემო ჭკვიანო, ჩამოდი ძირს! - ეხვეწებოდა დედა გიჟს.-სოფლის თავად თუ არ ამირჩევთ, აქედან გადმოვვარდები!- პასუხობდა გიჟი.მეხანძრეებმა თადარიგი დაიჭირეს და ქვევით დიდი ხალიჩა გაშალეს. ცხრა მეხანძრე გაშლილი ხალიჩით დარბოდა სახლის ირგვლივ - რა ვიცით, გადმოხტომა სად მოეპრიანებაო. იმდენი ირბინეს , არაქათი გამოელიათ, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ სახეზე.-ძალიან გთხოვ, ძმობილო, ჩამოდი ქვევით! _ ეძახდა გიჟს კომისარი. მის ხმაში მუქარაც იგრძნობოდა და მუდარაც.-სოფლის თავი გამხადეთ და ჩამოვალ, არა და თავს მოვიკლავ, ჩამოვვარდები,- პასუხობდა გიჟი.ცუდად იყო საქმე,-ჩამო ძმაო! ჩამო, თუ კაცი ხარ...-ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ გინდათ, მე ჩამომიყვანოთ ძირს და თვითონ ახვიდეთ მაღლა?.. არ გამოვა.-კარგი, კარგი, გირჩევთ სოფლის თავად! - დაიძახა ვიღაცამ.-ტყუილია. გიჟი და სოფლის თავი?! ვერ მომატყუებთ, ვერა!-ალაჰის მადლმა, მართლა აგირჩიეთ,- ასძახა ერთმა ხელჯოხიანმა მოხუცმა.-არ მჯერა, მეხუმრებით.-ჩამოდი, არ გეხუმრებით.-არ ჩამოვალმ, ქვემოთ ჩამოსვლა ეგრე იოლი კი არ არის! სხვებს ხედავთ? ვინც მაღლა ავიდა, ძირს არც ერთი არ ჩამოსულა, ყველას მაღლა ყოფნა უნდა.-კარგი ახლა, ჩამოდი!-რად მინდა სოფლის თავობა! ქალაქის მეჯლისის წევრად თუ არ ამირჩევთ, თავს მოვიკლავ, აქედან გადმოვვარდები,ბერიკაცები განზე გადგნენ.-ახლა როგორღა მოვიქცეთ?-შევუსრულოთ, რაც სურს.-მაინც არ ჩამოვა, გიჟი თავიდანვე არ უნდა აუშვა მაღლა, თორემ ძირს ვეღარ ჩამოიყვან მერე.მაინც დაუძახეს:-გადავწყვიტეთ, ძმაო, ქალაქის მეჯლისის წევრად აგირჩიეთ... ჩამოდი, მეგობრებს ნუ ალოდინებ.-არ ჩამოვალ, ვიდრე ქალაქის მუნიციპალიტეტის თავჯდომარედ არ გამხდით.-ხომ გითხარით. აი, სადამდე მივიდა! - თქვა გაბრაზებით ერთმა მოხუცმა. - მაგას რაღა ჩამოიყვანს.-რა მოხდება, თავჯდომარედ რომ ავირჩიოთ? - იკითხა სახანძრო რაზმის უფროსმა, რომელიც გვარიანად გაოფლილიყო აქეთ-იქით სირბილით. მერე ტუჩთან ხელი მიიტანა და გიჟს ასძახა:-ჩამოდი, ძმაო, მუნიციპალიტეტის თავჯდომარედ აგირჩიეთ, ჩამოდი და მოვალეობის ასრულებას შეუდექი.გიჟმა მუცელი შეათამაშა და ცეკვა დაიწყო.-არ ჩამოვალ, რა მინდა თქვენთან? რა საერთო მაქვს იმ ხალხთან, გიჟს რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის თავჯდომარედ ირჩევს? არა, არ ჩამოვალ.-კი მაგრამ, აბა რა გინდა?-მინისტრობა მინდა. მინისტრი გამხადეთ და ჩამოვალ.ქვემოთ ერთხანს ისევ ითათბირეს და შემდეგ ასე გადაწყვიტეს:-იყოს ნება შენი, მინისტრი ხარ! ახლა მაინც ჩამოდი, ხომ ხედავ, რამდენი ხალხი გელოდება?გიჟმა ხელი ცხვირთან მიიტანა, თითები გაშალა და დაიტრიალა:-ვერ მოგართვით! რა საქმე მაქვს იმ ხალხთან, გიჟი რომ მინისტრი გახადა.-ამაოდ ცდილობთ, არ ჩამოვა. მე ძალიან კარგად ვიცნობ მაგნაირ გიჟებს. მინისტრად კი აირჩიეთ, მაგრამ თავი ისე უნდა მოაჩვენოთ, თითქოს ჩამოსვლას არ სთხოვდეთ, - თქვა ისევ იმ მოხუცმა.-პრემიერ-მინისტრად მირჩიეთ, თორემ გადმოვვარდები და თავს მოვიკლავ, - აყვირდა გიჟი.-კი, ბატონო, კი, ბატონო, პრემიერ-მინისტრი ხარ, ჩამოდი!-არ ჩამოვა! - თქვა მოხუცმა.გიჟმა კვლავ დაიწყო ცეკვა.-მეფედ ამირჩიეთ. მეფობა მინდა. ამირჩიეთ და ჩამოვალ.მოხუცის სიტყვები მართლდებოდა.ისევ მოითათბირეს.- აწი უკან დახევა არ შეიძლება. რახან ამდენს შეჰპირდით, მიჰყევით ბოლომდე. - თქვა მოხუცმა.-აგირჩიეთ, მეფე ხარ!- ასძახეს გიჟს. - ახლა მაინც ჩამოდი.გიჟმა კვლავ აათამაშა მუცელი.-არ ჩამოვალ.-რაღა გსურს, მეფე გაგხადეთ და მეტი რა გინდა?-არა, არა. იმპერატორად თუ არ ამირჩიეთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადმოვდგამ... თავს მოვიკლავ!-მართლა გადმოვარდება, თქვა მოხუცმა.-კარგი, ეგრე იყოს, - იყვირა ერთხმად ყველამ, - იმპერატორი ხარ, ჩამოდი.-ჩემნაირ იმპერატორს თქვენისთანა გამოშტერებულ ხალხთან რა ხელი აქვს?-კი მაგრამ, ეს მაინც გვითხარი, სხვა რა გსურს? გვითხარი და გავაკეთებთ.-უკვე იმპერატორი ვარ, არა? - იკითხა გიჟმა.-იმპერატორი ხარ, იმპერატორი!-რახან იმპერატორი ვარ, როცა მომეპრიანება, მაშინ ჩამოვალ, თუ არ მომინდა, სულაც არ ჩამოვალ.-გადმოვარდება და გადმოვარდეს, - გაბრაზდა კომისარი, - ერთი გიჟით ნაკლები იქნება ქვეყანაზე.-ახლა როგორღა მოვიქცეთ? - მიუბრუნდა მეხანძრეთა უფროსი მოხუცს, - ეს გიჟი ქვევით ჩამოსვლას არ აპირებს.-ჩამოვა, - უთხრა მოხუცმა.-როგორ?-მაცადეთ, ახლავე ჩამოვიყვან...-ჩვენო დიდო იმპერატორო, - ასძახა მოხუცმა გიჟს, - იქნებ თქვენმა უპატივცებულესობამ მეექვსე სართულზე ჩამობრძანება ინებოს?გიშმა თავი მოისერიოზულა.-სიამოვნებით.გიჟი კიბეზე დაეშვა და მეექვსე სართულის ფანჯრიდან ხალხს გამოხედა.-ჩვენო დიდებული, ჩვენო მხსნელო, მეხუთე სართულზე ჩამოსვლა არ გნებავთ?-რატომაც არა, უპასუხა გიჟმა.ყველანი გაოცებული შეჰყურებდნენ მოხუცს. გიჟმა მეოთხე სართულის ფაბჯრიდან რომ გადმოიხედა, მოხუცმა ასძახა:-თქვენო ბრწყინვალებავ, ჩვენო იმპერატორო, იქნებ მესამე სართულზე ჩამობრძანება მოიწადინოთ?-შეიძლება, - იყო პასუხი.გიჟი უკვე მესამე სართულის ფანჯრიდან იხედებოდა. ახლა ისე აღარ ცეკვავდა, ისე აღარ ათამაშებდა მუცელს, როგორც სახურავზე ყოფნისას. ახლა მათკენ თითქოს ნამდვილი მეფე მიდიოდა.-თქვენო უბრწყინვალესობავ, მეორე სართულზე ჩამოსვლას ხომ არ ინებებდით?-სიამოვნებით.ხოლო როცა გიჟი მეორე სართულზე ჩამოვიდა, მოხუცმა ასძახა:-თუ თქვენი უპატივცემულესობა პირველ სართულზე ჩამობრძანდება, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება...გიჟი ქუჩაში გამოვიდა. ხალხში შეერია. მერე მოხუცისაკენ გაემართა, მიუახლოვდა, ხელი მოჰხვია და უთხრა:-ეი, ძმობილო, გეტყობა, ერთ დროს შენც გიჟი იყვი. გიჟის ენა გიჟმა იცის. - მერე კომისარს მიუბრუნდა და უთხრა:- აბა, ერთი ვნახოთ, როგორ ბრძანებ, შეჰკარით და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეთო! ახლა ხომ მაინც ისწავლე, როგორ უნდა მოუარო გიჟს?გიჟის წასაყვანად შეკრებილი ცნობისმოყვარე ხალხი მოხუცს მოუბრუნდა:-მოხუცო, როგორ მოახერხეთ, როგორ ჩამოიყვანეთ?-ეეჰ, ეგ არც ისე იოლია. ორმოცი წელი პოლიტიკაში მედგა ფეხი!.. მერე ერთი ძლიერ ამოიოხრა და დასძინა: - ახლა რომ ძალა მქონდეს, მეც ავიდოდი მაღლა და აბა ნახავდით, თუ ვინმე ჩამომიყვანდა ძირს.
თარგმანი_ გურამ ბათიაშვილი.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი