↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიცი, ღირსი ვარ

გორგილაძე ზურაბ

2018-01-181 წთ საკითხავი11642 ნახვა

—
ეს მზეც მხურვალე ხსოვნას მოება,ბინდში თანდათან შედის ტყე-ველიდა ნიავს მოაქვს, ვით საკმეველიშენი ქართული უმანკოება.
მწუხრის გალობა ნელა ნელდება,მშვიდ ჟრუანტელში დუმან კორდები,შენ ჩემ ღირსებას რიდით შორდებიდა უკეთესი მეიმედება.
ვიღაც იდგა და ასე ელოდა..რა არის მართლა გული პოეტის,ნუთუ ამ ცასთან მისთვის მოვედი,მყვარებოდა და ისე მტკენოდა.
გადაჩვეული გზებს და ხეტიალს,მე უაღრესი ჟინის თანადი,ნუთუ, მზის აქეთ მისთვის გავნათდი,რომ მემღერა და მერე მეტირა.
თუმცა რა არის ახლა სახელი,როს უსახელოც სახელს იჩემებს,როს გამოგონილ გრძნობებს იჩვევენდა ბობოქრობენ დროის დახლებით.
ვინ იცის.. ალბათ ესეც ხვედრია,ზოგი ტაძრის თუ ზოგი კარავის,ნუთუ, ამ ქვეყნად არავინ არის,შენს იქით მე რომ არ შემხვედრია.
შორს.. ველზე წვება წყნარი ნისლები,ვიღაცას ვარდი ასდის ყელამდი,ვიცი, ღირსი ვარ ქვეყნად ყველაფრის,შენს სიყვარულს კი ვერ ვეღირსები.
და ასე კვდება ყველა ხმაური,მიყვარხარ!.. და ჩემს დღეებს, - გადიებს,ჩემს გაუხარელ წლებს აპატიე,ეს ერთადერთი დანაშაული.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი