↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღსარება უფლისადმი

ხუციშვილი თენგო (ქრისტეს მხედარი)

2007-12-191 წთ საკითხავი109 ნახვა

—
მიყვარხარ,სულ ვამბობ და ალბათ სიტყვებით,ვიცი, რომ ამ ჩემს გულს ვერ ვატყობ ვერაფერსდა როგორც არასდროს, დღეს ისე მჭირდები,დავთმობდი ყველაფერს..!
საწოლზე მიყრია ეს ჩემი სხეული,მე ვამბობ-ეყაროს, მაგრამ არ მამშვიდებს,"ცხოვრებით" გავავსე კვლავ დიდი რვეული,მჯერა, რომ გამიგებს..!
სული კი შიშველი, ვით ალვის ხეები,ქარისგან გაძარცვულ, დატეხილ ტოტებით,წინ ბევრჯერ მომელის გოლგოთის დღეები,მაგრამ არ გშორდები!
ვინ იცის, რამდენჯერ ჯვარს გაცვი უფალო,რამდენჯერ მშიერი, მწყურვალი,შიშველი,დაგტივე რამდენჯერ, შემინდე უფალო,ვიცი, რომ მიშველი!
რამდენჯერ დედაჩემს ვადინე ცრემლები,მპატიობს! შვილი ვარ, წლებია შემიცნო,უფალო, შენს წმიდა დედიკოს, ვედრებითგთხოვ, თხოვე შემინდოს!
შემინდოს, რამეთუ არ ვიცი რას ვჩადი,ცხოვრების დინებას არასდროს მივყვები,გარდაცვლილ დღეები გახდება განსჯადიდა ჩემი სიტყვები..!
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ-იესო!შემინდე-ვით პეტრეს! არა ვარ უმანკო,"კეისარს-კეისრის, ღმერთს-ღვთისა"-მიეცო,მადლობა უფალო!მადლობა იესო!

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი