პოეზია · ლირიკა
ცრემლის სასმისები
ცრემლებით ავიკელი ჰაერი.ჰაერმა ამიშრო ცრემლები,ძვირფასი თვლები დაძვირფასი თვალები _ ჭაობისფერებიჩაძირულ ვარსკვლავთა დიადი ფერებითუხილავფრთებიან მზეჭაბუკს ელიანდა მთვარისფარიან ღამეებს ებრძვიან;გოლგოთა აქვეა და ნუგეშია,ნუ გეშინია, ჯვარცმა ბედიადა ასეც კვდებიან და ისეც კვდებიან,მაგრამ აღდგომას ისევ ელიანჩაძირულ ვარსკვლავთა დასალიერები;მზეჭაბუკს ელიან ცრემლის სასმისები,ჩემი თვალების ბროლის სასმისები,ამაოების შესანდობრად წაქცეულები.